ჩვენს შესახებ

საიტი “Fenomeni.ge” გახლავთ ბეჭდური ჟურნალის – “ფენომენის” -ინტერნეტმემკვიდრე. ეს ჟურნალი კარგად არის ცნობილი ჩვენი სამყაროს იდუმალი მოვლენებით დაინტერესებული ქართველი მკითხველისათვის.

ჟურნალი “ფენომენი” იყო ერთ-ერთი პირველი პარაფსიქოლოგიური გამოცემა არა მარტო ქართულ, არამედ ჯერ საბჭოთა და შემდეგ კი პოსტსაბჭოთა მედიასივრცეში.

ჟურნალ “ფენომენის” პირველი ნომერი გამოვიდა ჯერ კიდევ 1990 წლის ივლისში. ჟურნალი გამოდიოდა ყოველთვიურად 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით. სულ გამოვიდა 300-მდე ნომერი.

ამიერიდან ,,ფენომენის” ბეჭდურ ვერსიას მონატრებულ ერთგულ მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს როგორც ძველ, ისე უახლეს მასალებს ჟურნალის ონლაინვერსიის ელექტრონულ ფორმატში, კერძოდ, საიტ “Fenomeni.ge-ზე.

საიტ “Fenomeni.ge”- ს ფეისბუქ გვერდია

https://www.facebook.com/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-X-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98Jurnali-X-Fenomeni-12043528812572

 

Back to top button
Close
Close