მეცნიერება

რატომ აღიარეს უმი კვება კიბოს მკურნალობის ოფიციალურ მეთოდად?

ჰოლანდიაში სწორ კვებას კიბოს წინააღმდეგ იარაღად მიიჩნევენ

კორნელიუს მოერმანი გახლდათ პრაქტიკოსი ექიმი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მან შეიმუშავა საკუთარი სისტემა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველზე ვერაგი დაავადების წინააღმდეგ, სისტემა, რომელსაც ორი ნობელიანტი მეცნიერი უჭერდა მხარს. დღეს გაგაცნობთ კორნელიუსის შეხედულებებს.

ნობელიანტები მხარს უჭერდნენ

ცნობილი ჰოლანდიელი ექიმი კორნელიუს მოერმანი, როგორც ექიმი და მკვლევარი, მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა კიბოს. თავად ექიმი 1988 წელს გარდაიცვალა, 95 წლის ასაკში, და ამ ხნის მანძილზე მის მიერ შემუშავებულ ცხოვრების სწორ, ჯანსაღ წესს მისდევდა.
მთელი თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე კორნელიუსმა კიბოს მკურნალობის საკუთარი მეთოდები შეიმუშავა. ამ მეთოდებს საფუძვლად ედო მედიცინის კლასიკური შეხედულებები ამ ვერაგი დაავადების შესახებ.
მოერმანს თავისი თანამოაზრეებიც ჰყავდა. მას მხარს ძალიან უჭერდნენ ორგზის ნობელის პრემიის ლაურეატი ლინუს პაულინგი (კალიფორნია) და ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი გ. დომაკი.
კორნელიუს მოერმანის მკურნალობის კომპლექსი მხოლოდ და მხოლოდ სწორი კვების მეთოდებს ეყრდნობოდა. ორივე ნობელიანტი მეცნიერი მოერმანის თეორიასა და კიბოს მკურნალობის მისეულ პრაქტიკას, ამ დაავადების დამარცხებაში უდიდეს გარღვევად მიიჩნევდნენ.
მოერმანის დიეტა მთლიანად ნედლ კვებაზე არ არის დამყარებული – იგი დაფუძნებულია ახალ ბოსტნეულზე, ხილზე, ნატურალურ წვენებზე..
ასევე შიგ ჩართულია მარცვლეულებიც – პური, მსხვილი ნაფქვისგან დამზადებული მაკარონები, ნატურალური ბრინჯი და რძის პროდუქტები.
საკმაოდ ბევრი მაგალითია, როცა პაციენტებმა სრულიად ნედლ კვებას მიმართეს და ამ ვერაგი დაავადების მკურნალობისას შედეგები, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო.
ასე მაგალითად, ინტენეტსივრცეში ერთ-ერთი ავადმყოფი, რომელმაც ამ მეთოდით მკურნალობისას შესანიშნავი შედეგი მიიღო, წერს:
“მე დღის განმავლობაში ვსვამდი წვენების ნარევს ბროისის მიხედვით, გაუფილტრავ წვენებს დღეში 1,5-2 ლიტრამდე. საღამოს ვჭამდი უმ ბოსტნეულს – კვახს, ფერად კომბოსტოს, მწვანე ბოლოკს – ამათგან რომელიმეს ერთ ჯერზე..
ნაყენებიდან ვსვამდი ბალახეულისა და ალუბლის ნაყოფის ნაყენს. ასე ვიკვებებოდი რამდენიმე თვე.. თუმცა ბოლო ხანებში წვენები ცოტა მომწყინდა..
ამჟამად ვჭამ უბრალოდ ბოსტნეულს – ჭარხალს, კომბოსტოს, კვახს, ზოგჯერ ვაშლს..
წინა კვირაში ჩემს ორგანიზმში ბიოფსიის შედეგად სიმსივნური უჯრედები ვეღარ აღმოაჩინეს. საოცრად ბედნიერი ვარ…

 

როგორ მოვკლათ სახიფათო უჯრედები?

კიბოს მიზეზი, შეიძლება ითქვას, რომ მისი ოთხასივე სახეობისა, ცნობილია – ესაა არაჯანსაღი ცხოვრება, არაადამიანური, კიბოვანი კვება. ანუ მთელი კაცობრიობა იყენებს საკვებს, რომელიც ბევრად უფრო მისაღებია კიბოს უჯრედებისათვის, ვიდრე ჯანსაღისათვის.
ცხოველური წარმოშობის ცილებისა და მონოსახარიდების მიღებით, ჩვენ ვკვებავთ ჩვენს ონკოუჯრედებს, რომლებიც ნებისმიერ ორგანიზმში გამუდმებით წარმოიშობიან და ჩვენი იმუნური სისტემის მიერ ნადგურდებიან.
კიბოს მკურნალობის ყველა წარმატებული სისტემა კრძალავს ცილებისა და ტკბილეულის მიღებას.
მაგრამ მაშინ, როცა პაციენტი უარს იტყვის ცხოველური წარმოშობის ცილებზე და იმ ტკბილეულზე, ასე რიგად რომ გვიყვარს, ეს უარი ჩვენში შიმშილის გრძნობას, თავის ტკივილებს და სისუსტეს იწვევს.
თუმცა ბუნებრივ კვებაზე, მცენარეულ კვებაზე გადასვლის შემდეგ ჩვენი თვითშეგრძნება თანდათან უმჯობესდება. ადამიანი წონაშიც მატებას იწყებს (მცენარეულ კვებაზე გადასვლა თავიდან წონას ძალიან აკარგვინებს). და ეს მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი საკვები ძალიან დაბალი კალორიულობისაა.
უმი კვების განმავლობაში თანდათანობით უმჯობესდება სისხლი, უმჯობესდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა…
რაც შეეხება თავად სიმსივნეს, იგი ცოცხალია. ამიტომაც მისი მოკვლა და შიმშილით გაგუდვა შეიძლება.
ამგვარი მეთოდით ადამიანს ასწავლიან, თავად მოკლას თავისი სიმსივნური უჯრედები, _ ნათქვამია ინტერნეტწყაროში.
ამერიკის მეცნიერებათა აკადემია ეთანხმება იმ აზრს, რომ დიდი რაოდენობით ნედლი პროდუქტების, კერძოდ, უმი ბოსტნეულისა და ხილის ჭამა ადამიანებს თავიდან ააცილებს კიბოს.
ითვლება, რომ უმი დიეტა ორგანიზმში ხელს უწყობს ტუტე გარემოს შექმნას, ხოლო შაქარი, ფქვილეული და ხორცი კი ორგანიზმში მჟავე გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
უკვე დადგენილია, რომ კიბოს არ შეუძლია, ტუტე გარემოში განვითარდეს.

მიზეზი – ჟანგბადის უკმარისობა?

1939 წელს გერმანელმა ფიზიოლოგმა ოტო ვარბურგმა ნობელის პრემია მიიღო უჯრედების სასუნთქი ფერმენტების აღმოჩენაში, განსაკუთრებით კი კიბოს უჯრედებისა.
ვარბურგი თვლიდა, რომ კიბოს ძირითადი მიზეზია უჯრედების ჟანგბადით ნორმალურად სუნთქვის შეცვლა შაქრის ფერმენტაციით.
ვარბურგი დარწმუნებული იყო, რომ რაც უფრო დაბალია PH (ანუ რაც უფრო დაბალი ტუტიანი გარემო იყო ორგანიზმში), მით უფრო დაბალი იყო ამ ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია და, შესაბამისად, მით უფრო მეტი იყო კიბოს უჯრედი.
ინტერნეტწყაროს ავტორი, გვარად ბლექტი, დარწმუნებულია, რომ უმი კვების შემთხვევაში, გამორიცხულია, ადამიანი კიბოთი დაავადდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი რაიმე ექსტრემალური გარე ფაქტორები არ შეექმნება, როგორიცაა, მაგალითად, ჩერნობილის მსგავს კატასტროფაში მოყოლა, ანდა აზბესტთან კონტაქტი.
ამავე შეხედულებისაა ძალიან ბევრი უმი კვების დიეტის მიმდევარი ადამიანი – ყველა მათგანს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ისინი სამუდამოდ გაუსხლტდნენ ხელიდან იმ დაავადებას, რისიც ასე ეშინია მთელ ამერიკას.
თუმცა ამავე დროს ასეთი რამის დამტკიცება უცხო ადამიანებისათვის და მათი ამ ყველაფერში დაჯერება არც ისე ადვილია.
ეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ესმის – ამგვარი დიეტით შეიძლება გახდომაც, ქოლესტერინის დაგდებაც და საკუთარი კანის გაახალგაზრდავებაც.

ა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close