მეცნიერება

როგორ მრავლდებიან უცხოპლანეტელები

ამ უკიდურესად მწირ ინფორმაციაზე აზრს ორი მეცნიერი გაგვაცნობს

გადამთიელების გამრავლების შესაძლო ვარიანტებზე ცნობილ მეცნიერთა ნააზრევი ფრანგულმა სამეცნიერო გამოცემა Pოურ Lა შციენცე –მა გამოაქვეყნა.უცხოპლანეტელები თუ რეალურად არა, ყოველ შემთხვევაში, სამეცნიერო ფანტასტიკაში მაინც არსებობენ. მაგრამ როგორ მრავლდებიან ისინი? ამ კუთხით უკიდურესად მცირე ინფორმაცია მოიპოვება, ამიტომაც ისღა დაგვრჩენია, გამრავლების იმ მექანიზმების შესახებ ვისაუბროთ, რომელიც ევოლუციამ… დედამიწაზე ჩამოაყალიბა. Aამ საკითხზე თავიანთ კომპეტენტურ აზრს ორი მეცნიერი _ ჟან-სებასტიენ სტეიერი (სამეცნიერო-კვლევითი ნაციონალური ცენტრის პალეონტოლოგი) და როლან ლეუკი (საკლეს სამეცნიერო ცენტრის ასტროფიზიკოსი) გაგვიზიარებენ.

ჰიბრიდები

სამეცნიერო ფანტასტიკაში ძალიან ხშირად საუბრობენ ხელოვნურ გამრავლებაზე – მაგრამ ჩვეულებრივ ამაში ახალი ორგანოების მიღების მიზნით ადამიანთა კლონირებას გულისხმობენ ხოლმე.

სამეცნიერო ფანტასტიკა ჩვეულებრივ ძალიან იშვიათად ამახვილებს ხოლმე ყურადღებას უცხოპლანეტელების სქესზე, ანდა მათ გამრავლებაზე. მიუხედავად ამისა, ზოგ ნაწარმოებში ფანტასტები მოგვითხრობენ საპლანეტთაშორისო სასიყვარულო ისტორიებზე, მოტაცებებსა და ძალადობრივი გზით დამყარებულ სექსუალურ ურთიერთობებზე. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს უცხოპლანეტელები ჩვენი შიშებისა და ფანტაზიების ანარეკლები არიან. გარდა ამისა, ადამიანებისა და გადამთიელების ჰიბრიდები ძალიან საინტერესო კითხვებს ბადებენ სახეობათა ევოლუციისა და კლასიფიკაციის თვალსაზრისით.

უცხოპლანეტელების ზოგიერთი სახეობის გამრავლება უმცირეს დეტალებშიც კი აღწერილი იყო ზოგიერთ ფილმში, მაგალითად, ფილმში `უცხო~. სამეცნიერო-ფანტასტიკური პერსონაჟების დიდ უმრავლესობაზე კი ამ თვალსაზრისით საუბარიც კი არ არის, ანუ მათი გამრავლების თემაზე კრინტსაც კი არ ძრავენ.

 

შეგახსენებთ, რომ დედამიწაზე სქესი ყველა სახეობისათვის როდია დამახასიათებელი _ მაგალითად, ბაქტერიები, სოკოები, ბრტყელი ჭიები ვეგეტატიური გზით მრავლდებიან, ანუ უბრალო უჯრედული დაყოფით. გამრავლების ასეთი სახე სქესობრივზე ბევრად უფრო მარტივია. ასეთი გამრავლება შთამომავლობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეფექტურია და თანაც იგი გენეტიკურ აღრევას უშლის ხელს, რადგანაც შთამომავლობა, პრინციპში, თავდაპირველი  ორგანიზმის კლონს წარმოადგენს. იგივე ითქმის პართენოგენეზზე – ერთი მდედრი (ხშირად იგი დედოფალი ხდება) შობს ერთნაირ შთამომავლობას (მდედრებს და მამრებს). გამრავლების ასეთი ტიპი არსებობს ზოგიერთ მცენარეში, მწერებში, ქვეწარმავლებში და უმეტეს შემთხვევაში ამას რთული  მატრიარქალური საზოგადოების შექმნასთან მივყავართ.

ერთდროულად ქალიც და კაციც

პართენოგენეზი იქნება ეს თუ ვეგეტატიური გამრავლება, სულერთია, კლონები ბუნებრივი გზით მაინც ჩნდებიან ამქვეყნად. მაგრამ როცა კლონირება ხელოვნურად ხდება, ეს იმის საფრთხეს ქმნის, რომ მომავალში გარკვეული მიზნებით კლონირების მხსვერპლი ადამიანებიც გახდნენ. გავიხსენოთ ეპიზოდი `ვარსკვლავური ომებიდან~, კერძოდ კი, კლონების შეტევის ეპიზოდი_ პლანეტა კამინოს მცხოვრებლებს მაღალგანვითარებული ბიოტექნოლოგიები გააჩნიათ. მათ ყველაზე სახიფათო დამნაშავის გენების საფუძველზე კლონების მთელი არმია გამოჰყავთ და საბრძოლველად ამზადებენ. ცოტა მოგვიანებით კი ფილმში `კუნძული~ უკვე კლონების მიწისქვეშა სტერილური საზოგადოებაა აღწერილი, მათი წარმოება და `გამოზრდა~ ხდება იმ მიზნით, რომ პლანეტის ზედაპირზე მცხოვრები მდიდრებისათვის კლონების სახით საჭიროების შემთხვევაში ორგანოთა დონორები ჰყავდეთ.

და კიდევ _ თუნდაც გამრავლება სქესობრივი გზით ხდებოდეს _ იგი სულაც არ გულისხმობს მაინცდამაინც ორი განსხვავებული სქესის (ქალისა და კაცის) მონაწილეობას, რასაც დედამიწაზე მცხოვრები ჰერმაფროდიტებიც ადასტურებენ _ ყვავილოვანი მცენარეები (მათში მამაკაცური და ქალური სასქესო ორგანოები ერთ ყვავილში იმყოფება), ასევე ხმელეთზე მცხოვრებნი ( ლოკოკინა) და ზღვის ცხოველები _ თევზი-კლოუნი მამრი იბადება, მერე კი მდედრი ხდება. ვინ იცის, იქნებ სულაც ეს თევზი გახდა შთაგონების წყარო ჯონ ვარლისათვის, როცა იგი თავის რომანს – ~ოქროს გლობუსს~ _ წერდა? ამ რომანში გენეტიკურად მოდიფიცირებული მსახიობი თავისი სურვილის მიხედვით იცვლის სქესს, რათა რომეოს როლიც თავად შეასრულოს და ჯულიეტასიც).

მაგრამ რაკი სექსი მარტო გამრავლების კი არა, სიამოვნების საშუალებაცაა, ზოგიერთი მწერალი ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის რომანების მხურვალე სცენებს გვიხატავს. `ეროტიკული~ სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი პირველი მეკვლე ფილიტ ხოსე ფარმერი გახდა. მან დაწერა რომანი `შეყვარებულები~. აქ აღწერილია ერთი მამაკაცის ისტორია, რომელიც დედამიწაზე ჩამოყალიბებულ მიუღებელ წყობილებას გაურბის და სახიფათო სასიყვარულო კავშირს ამყარებს უცხოპლანეტელთან.

ერთი სიტყვით, სასქესო ორგანოების გამოყენების სახე, ფორმა, ტიპი, რაოდენობა და მეთოდები დამოკიდებულია სამყაროებზე და სახეობებზე – დედამიწაზე მწერების გენიტალიები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ მათ მიხედვით ერთ სახეობას განარჩევენ მეორისგან. სხვა პლანეტებზე დასაშვებია ყველაფერი, თუკი, რაღა თქმა უნდა, ამ ორგანოთა ზომები შესაბამისობაშია ერთმანეთთან, და როცა ამ საპლანეტათაშორისო კავშირებიდან ამქვეყნად ჰიბრიდები ჩნდებიან, მათი აღქმა სულ სხვანაირად შეიძლება. ასე მაგალითად,  სავარსკვლათშორისო ბავშვი გახდა კენეტ ჯონსონი სერიალში `V~. იგი გახლავთ საკაცობრიო წინააღმდეგობის აქტივისტისა და სირიუსელი `ხვლიკის~ სიყვარულის ნაყოფი. `ხვლიკი~ დედამიწის დასაპყრობად მოფრინდა. მაგრამ სამეცნიერო ფანტასტიკაში ყველაზე ცნობილი ჰიბრიდი მაინც სკოპია `ვარსკვლავური ზეციდან~ – იგი რასების საპლანეტთაშორისო აღრევისა და მათი ურთიერთპატივისცემის სიმბოლოს წარმოადგენს.

რა დავარქვათ?

სპოკთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაჩნდა სახეობების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით _ როგორ შეიძლება, საერთოდ, სპოკს ვუწოდოთ? ზოოლოგიაში ამის მკაფიო წესები არ არსებობს, თუმცა ჩვეულებრივ, სახელის შედგენისას ორივე მშობლის სახელებიდან აღებული მარცვლები გამოიყენება ხოლმე, ასე მაგალითად, ზებროიდი _ ვირისა და ზებრის შთამომავალია. ესაა ბუნებრივი ჰიბრიდი, რომელსაც ჯერ კიდევ დარვინი აკვირდებოდა სამხრეთ აფრიკაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სპოკს ვაჟი ჰყავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი გამრავლების უნარიანი ჰიბრიდია. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, იმაზე მეტყველებს (ყოველ შემთხვევაში, კლასიკური დედამიწური ბიოლოგიის პოზიციებიდან), რომ მისი მშობლების გენები შეთავსებადები არიან ერთმანეთთან. ასე რომ, ეს უცხოპლანეტელები და დედამიწელები, შეიძლება ითქვას, რომ ან ერთ სახეობას ანდა ერთ გვარს ეკუთვნიან. შესაძლოა, ხვლიკის პლანეტელები გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანები არიან, რომლებიც კარგად ეგუებიან იმ უცხო პლანეტის პირობებში ცხოვრებას, ანდა პირიქით _ სულაც ჩვენა ვართ მათი პლანეტიდან დედამიწაზე გადმობარგებულები…

ამ აზრს, სხვათა შორის, ბევრად უფრო სერიოზულ – პანსპერმიის ჰიპოთეზასთან მივყავართ. მისი მიხედვით კი, სიცოცხლის პირველი ფორმანი დედამიწაზე უცხოპლანეტარული წარმოშობისანი არიან, მაგალითად, შესაძლოა, სიცოცხლე ჩაისახა კოსმოსიდან მეტეორიტებს გამოყოლილი ამინომჟავების წყალობით…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close