მეცნიერება

ონკოუჯრედებს სწორედ მჟავე გარემო უყვართ…

ქიმიოთერაპიის ავტორის, ჯონ ჰოპკინსის მოსაზრება ჯანსაღ ცხოვრებაზე

 

ქიმიოთერაპიის ავტორმა, ჯონ ჰოპკინსმა, გადაწყვიტა, ხალხისათვის ეუწყებინა, რომ არსებობს კიბოს დამარცხების ალტერნატიული გზაც. გთავაზობთ მისი მოსაზრების შემოკლებულ ვარიანტს, მომზადებულს უცხოური ინტერნეტსაიტების მიხედვით:
1. კიბოს უჯრედები ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმშია. სტანდარტული ტესტებით მათ ვერ იპოვი მანამ, სანამ მათი რიცხვი რამდენიმე მილიარდს არ გადააჭარბებს. ის, რომ ორგანიზმში მკურნალობის შემდეგ კიბოს უჯრედები აღარ არსებობს, სინამდვილეში მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ტესტებით ვერ მოხერხდა ამ უჯრედების აღმოჩენა, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ დიდი და სახიფათო ზომა.
2. კიბოს უჯრედები ადამიანის ორგანიზმში მის ცხოვრებაში 6-10-ჯერ და მეტჯერაც კი წარმოიქმნებიან.
3. ძლიერი იმუნიტეტი ადამიანში ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ხელს უშლის მათ გამრავლებასა და სიმსივნედ ჩამოყალიბებას.
4. კიბოთი დაავადება მიუთითებს ამ ადამიანის არაჯანსაღი კვების, ცხოვრების წესისა და გარემოს შესახებ, თუმცა ზოგჯერ გენეტიკურიცაა.
5. იმუნური სისტემას აძლიერებს სწორი დიეტა და სწორი კვებაც.
6. ქიმიოთერაპია და რადიაციული დასხივება, მართალია, ანადგურებს კიბოს უჯრედებს, მაგრამ ამავე დროს ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებსაც. ასევე შეუძლია, გამოიწვიონ დამწვრობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოშლა, დარტყმა მიაყენოს გულს, ღვიძლს და ასე შემდეგ.
7. ქიმიოთერაპია ხშირად ზომაში აპატარავებს წარმონაქმნს, მაგრამ მისი ხანგრძლივი გამოყენება არაეფექტურია.
8. როდესაც ადამიანის ორგანიზმი ტოქსინებითაა დაბინძურებული, ამ შემთხვევაში ორივე მეთოდი კიდევ უფრო ასუსტებენ, ანდა სულაც ანადგურებენ იმუნურ სისტემას, თანაც კიბოს უჯრედებს აქვთ მუტაციის უნარიც. ეს იწვევს ორივე მეთოდთან მათ შეგუებას. ქირურგიულ ჩარევას კი შეიძლება მოჰყვეს კიბოს უჯრედების გავრცელება მთელ ორგანიზმში.
9. როგორც ნებისმიერ სხვა უჯრედს, ასევე კიბოს უჯრედებსაც სჭირდებათ საკვები. კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ გზად ითვლება კიბოს უჯრედების შიმშილი.

მაინც რითი იკვებებიან კიბოს უჯრედები?

ა) კიბოს მთავარი საკვები არის შაქარი. შევუწყვიტოთ შაქარი კიბოს უჯრედებს – ეს იგივეა, დავტოვოთ ისინი მათთვის ძირითადი საკვების გარეშე. შენიშვნა: ორგანიზმისთვის ასევე მავნეა შაქრის შემაცვლელებიც. შაქრის ყველაზე საუკეთესო შემცვლელი თაფლია, ოღონდ ძალიან ცოტა რაოდენობით. სუფრის მარილს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ისეთი ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომ უმჯობესია ზღვის მარილით ჩავანაცვლოთ.
ბ) რძე ორგანიზმში ლორწოს დაგროვებას უწყობს ხელს, უფრო მეტად ეს კუჭ-ნაწლავს ეხება. ლორწო კვებავს კიბოს უჯრედებს. მაგრამ თუკი არ მიიღებთ რძესა და მის შემცვლელებს, ანდა შეამცირებთ მათ მიღებას, ეს ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედებს შიმშილს აიძულებთ. რძეს თუ სოიის არატკბილი რძით შეცვლით, კიბოს უჯრედები შიმშილით მოკვდებიან.
გ) კიბოს უჯრედებს ძალიან უყვართ მჟავე გარემო. ხორცის დიეტა მჟავე დიეტაა. ამიტომაც კვების რაციონიდან აუცილებლად უარი თქვით საქონლისა და ღორის ხორცზე. დასაშვებია მცირე რაოდენობით ქათმის ხორცისა და თევზის მიღება, ხორცი თავადაც შეიცავს პარაზიტებს, პიუტყვის ანტიბიოტიკებს, ზრდის ჰორმონებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, განსაკუთრებით, თუკი იგი კიბოთია ავად.
დ) კიბოს უჯრედები ვერ ხარობენ ტუტე გარემოში. ასეთ გარემოს კი ქმნის დიეტური კვება, რომელიც 80 პროცენტის ფარგლებში ბოსტნეულისა და ბოსტნეულის წვენებით კვებას გულისხმობს. ასევე ტუტოვან გარემოს ქმნის ორგანიზმში ბურღულეული, ნიგოზი და ცოტა ხილი. საკვების დანარჩენი 20 პროცენტი შეიძლება იყოს მოხარშული საკვები, მათ შორის, ლობიო. Aახალი ბოსტნეულის წვენები ინარჩუნებენ ფერმენტებს, რომლებიც ადვილად შეიწოვებიან ორგანიზმის მიერ. ეს ფერმენტები 15 წუთში აღწევენ უჯრედებში, ხელს უწყობენ მათ კვებას და კიდევ უფრო აძლიერებენ ჯანსაღ უჯრედებს. ვსვათ ახალი ბოსტნეულის წვენები ამ ფერმენტ – მშენებლების შესანარჩუნებლად და ვჭამოთ უმი ბოსტნეული 2-3-ჯერ დღეში. გაითვალისწინეთ, ფერმენტების დიდი უმრავლესობა ნადგურდება F104 გრადუს ტემპერატურაზე (ანუ 40 გრადუსზე ცელსიუსით).
ე) მოერიდეთ ყავას, ჩაის, შოკოლადს, ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც კი კოფეინს დიდი რაოდენობით შეიცავს. ამ ყველაფრის საუკეთესო ალტერნატივაა მწვანე ჩაი, რომელსაც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვისებები ახასიათებს. სვით გამოხდილი, ანდა გაფილტრული წყალი, რაც შეეხება ონკანის წყალს, იგი შეიცავს ტოქსინებსა და მძიმე ლითონებს.
12. ხორცის ცილა საკმაოდ ძნელი მოსანელებელია და დიდი რაოდენობით მომნელებელ ფერმენტებს მოითხოვს, კარგად მოუნელებელი ხორცის ნარჩენები ნაწლავებში კიდევ უფრო მეტი ტოქსინების დაგროვებას უწყობენ ხელს.
13. კიბოს უჯრედების კედლები საკმაოდ მკვრივი ცილის საფარველისგანაა დაფარული, ხორცის საერთოდ აკრძალვა, ანდა შეზღუდული რაოდენობით ჭამა, ათავისუფლებს იმ ფერმენტებს, რომლებიც უტევენ ამ ცილოვან კედლებს და ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს, კიბოს უჯრედები გაანადგუროს.
14. ზოგი დანამატები (ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, მინერალები და სხვა) აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც სხეულს აძლევს საშუალებას საკუთარი `მკვლელი~ (კილლერ) უჯრედების საშუალებით კიბო გაანადგუროს.
14. კიბო არის ადამიანის გონების, სხეულისა და სულის დაავადება. პიროვნების აქტიური და პოზიტიური სულისკვეთება ხელს უწყობს ამ დაავადებასთან ბრძოლას. დეპრესია და სტრესი ორგანიზმში მჟავე გარემოს ქმნიან.. ონკოუჯრედებს კი სწორედ მჟავე გარემო უყვართ. ვისწავლოთ, გვქონდეს მოსიყვარულე და მიმტევებელი სული, ვისწავლოთ, როგორ დავისვენოთ და დავტკბეთ ცხოვრებით.
16. კიბოს უჯრედები ვერ აყვავდებიან ჟანგბადიან გარემოში. ისუნთქეთ ყოველდღიურად ჟანგბადით და ეს ღრმა სუნთქვა დაგეხმარებათ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი უჯრედულ დონეზე. ჟანგბადით თერაპია კიდევ ერთი საშუალება გახლავთ კიბოს უჯრედების გასანადგურებლად.
17. უთხარით “არა” პლასტმასის კონტეინერებით საკვების მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას.
18. უთხარით “არა” მაცივრის საყინულეში წყლის პლასტმასის ბოთლებით შედგმას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close