მეცნიერება

პიტერ საკკო: “იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი..

კრიმინალური ფსიქოლოგიის პროფესორი პოლტერგეისტის შესახებ

 

 

მცირე დოსიე: პიტერ საკკო _ ამერიკელი მკვლევარი; კრიმინალური ფსიქოლოგიის პროფესორი; სატელევიზიო ტელეშოუ Nიაგარა შ Mოსტ Hაუნტედ-ის წამყვანი; სულ ახლახან გამოცემული წიგნის _ `ახსნას დაუქვემდებარებელი ნიაგარა: საიდუმლო და თავზარდამცემი შემთხვევები~ _ ავტორი.

გობი

პიტერ საკკო – ფსიქოლოგია, რომელიც ისეთ განსაკუთრებულ თემებზე წერს, როგორიცაა მოჩვენებები, სულებით შეპყრობილობა და პოლტერგეისტი. ერთი სიტყვით, ფსიქოლოგობასთან ერთად იგი პარანომალური მოვლენების მკვლევარიცაა. ძირითადი სპეციალობა მას ძალიან ეხმარება, რადგან საშუალებას აძლევს, პირველ რიგში, სწორედ ფსიქოლოგის თვალით დააკვირდეს მოვლენებს.
საკკო ნიაგარას ჩანჩქერთან ახლოს ცხოვრობს ქალაქ სენტ კეტრინსში. ეს ადგილი ამერიკაში მისტიკური ადგილის რეპუტაციით სარგებლობს. მოჩვენებებზე ყველაზე მეტი შეტყობინებანი სწორედ ამ არემარედან მოდის ხოლმე. ასე რომ, საკკოს გაუმართლა და ეგაა _ შორს წასვლა და იდუმალი ამბების ძიება აღარ სჭირდება, ეს ყველაფერი აგერ ყურისძირში აქვს.

პოლტერგეისტი, პოლიციის ოფიცერი და მღვდელი
(ეს ამბავი საკკოს წიგნშია მოთხრობილი)

ქალაქ სენტ-კეტრინსში პოლტერგეისტის ისეთი აშკარა ფაქტი დაფიქსირდა, რომ მის შესახებ ტელეეკრანზეც კი განაცხადეს. კერძოდ, გადაცემა თჰე თონიგჰტ შჰოწ-ის ტელეწამყვანმა _ ჯონი კარსონმა _ თავის გადაცემაში ამ ფაქტის შესახებ საქვეყნოდ განაცხადა.
აი, რაში იყო საქმე: კედლებზე ისეთი ძლიერი კაკუნი ისმოდა, რომ ხალხი შეწუხდა. მას მერე, რაც გაარკვიეს, რომ რეალური დამნაშავე არ არსებობდა, იძულებულნი გახდნენ, პოლიცია გამოეძახებინათ. უამრავი პოლიციელი მოვიდა და ძალიან მოულოდნელი ამბების მოწმენიც შეიქმნენ.
ამ პოლიციელების ოფიცრებს საკკო პირადად ესაუბრა. ასევე `დაკითხა~ ბობ კროუფორდი, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა. პოლიციელები ერთმანეთზე უფრო დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ.
კროუფორდს სუსტ ნერვებს ნამდვილად ვერავინ დასწამებდა, მაგრამ რასაც ის ჰყვებოდა, მართლაც, წარმოუდგენელი და ჟრუანტელისმომგვრელი იყო: ბობი საკკოს მოუყვა, თუ როგორ დაინახა იმ ბინაში შესულმა პატარა ბიჭი, რომელიც სკამზე იჯდა და ოთახში დაფრინავდა. მეორედ ბობმა ეს ბიჭი ზედ იატაკზე გართხმული დაინახა. ადგომის საშუალებას მას ზემოდან მასზე დამხობილი სკამი არ აძლევდა. ამის მოწმენი სხვა პოლიციელებიც იყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ბიჭის დახმარება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. _ ვერანაირად ვერ შეძლო ბიჭის სხეულიდან სკამი აეგლიჯა _ რაღაც უხილავი ძალა ეწინააღმდეგებოდა და არ აძლევდა ამის გაკეთების საშუალებას. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა.
ამის შემდეგ პოლიციის ოფიცერს თავში მოხვდა თეფში, რომელიც ოთახის მეორე ბოლოდან (სადაც აბსოლუტურად არავინ ძე-ხორციელი არ იმყოფებოდა), ვიღაცის უხილავმა ხელმა გამოისროლა. Oოფიცერმა, საბედნიეროდ, გვერდზე გაწევა მოასწრო, მაგრამ ზემდგომებს კი განუცხადა, რომ პოლიცია უძლური იყო ამ ბინის პრობლემები მოეგვარებინა.
გარკვეული მოთათბირების შემდეგ ძალოვანებმა გადაწყვიტეს, მღვდელი გამოეძახებინათ. თანაც, ერთ მღვდელს არ დასჯერდნენ და რამდენიმე ერთად მიიყვანეს. როგორც კი პირველი მღვდელი ბინაში შევიდა, უხილავმა ძალამ მას ფეხებში სკამი გამოუქანა. მღვდლებმა კარგა ხანს დაჰყვეს აქ და ყველაფერი თითქოს მიწყნარდა.


საკკოსთან საუბარში ბობ კროუფორდმა გაიხსენა, თუ როგორ სწევდა მაღლა რაღაც ძალა ტახტსა და საწოლს ამ ბინაში. Aსევე, როგორ სტანჯავდა პატარა ბიჭს _ მშობლების მუხლებზე ჩამომჯდარ პატარა ბიჭს უხილავი ძალა იქიდან ისროდა. რამდენიმე პლიციელმა სცადა ბიჭის გაკავება, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა – ძალა ზეადამიანური იყო და ფიზიკურად ვეღარ გაუმკლავდნენ.
ზოგი მოსაზრებით, პოლტერგეისტი ფსიქოკინეზის შედეგია. საკკოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ფსიქოკინეზი მოდიოდა პატარა ბიჭისგან. ასეთ შემთხვევაში, საკკოს აზრით, ადამიანს უბრალოდ უნდა ასწავლო, თუ როგორ მართოს თავისი ტელეკინეზი. სწორედ ამ მოვლენებზე საუბრობს ფსიქოლოგი `დიადი ეპოქისათვის~ მიცემულ ინტერვიუში.

_ ასეთი მოვლენების გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმაა და ამიტომაც ბევრი ადამიანი ვერც კი ბედავს ამ თემებს შეეხოს. მაგრამ ამ ისტორიაში პოლიცია ძალიან სერიოზულად მოეკიდა პოლტერგეისტის ფაქტს და ღიად იმსჯელეს ამ ზებუნებრივ პრობლემაზე. შეგიძლიათ თუ არა, როგორც ფსიქოლოგმა, ეს ფაქტი შეაფასოთ? აკი არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიც მასობრივი ჰალუცინაციაა. იყო თუ არა ეს ამ შემთხვევაში?
საკკო: მე პირადად დანაშაულის ფსიქოლოგიაში ვკითხულობ ლექციებს და უშუალოდ პოლიციასთან ვმუშაობ, უკვე რამდენი წელია.. ამიტომაც ერთი რამ ნამდვილად ვიცი _ პოლიციელები მსგავს რაღაცებზე ისე, უბრალოდ, ნამდვილად არასდროს არ საუბრობენ. იმიტომ რომ ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვებზე მეტად უარყოფენ მსგავს ფაქტებს. და მითუმეტეს _ მაშინვე რამდენიმე პოლიციელი მომიყვა მომხდარის შესახებ.
ასევე ვესაუბრე ერთ ადამიანს, რომელიც თვლიდა, რომ ეს მასიური ისტერია იყო, მაგრამ იქ სულ სხვადასხვა ქვეგანყოფილების პოლიციელები იმყოფებოდნენ. მე კი ვთვლი, რომ პოლიციელები ის ხალხი როდია, ასე ადვილად რომ ექვემდებარებოდნენ მასიურ ჰიპნოზს და გინდაც მასობრივ ისტერიას.
ასეთი კითხვა მაქვს – რატომ არ ექვემდებარებიან პოლიციელები მასობრივ ისტერიას მაშინ, როცა ისინი გამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ღებულობენ შეტყობინებებს? იქ იმყოფებოდნენ სულ სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები. მათ სრულიად სხვადასხვა შეხედულებანი აქვთ ცხოვრებაზე, რელიგიაზე. იქ იყო სახელმწიფო ბრალმდებელიც, რომელსაც არანაირი შეხება არა აქვს პოლიციელებთან,. როცა მე მივედი ამ სახლში, დავინახე, თუ როგორ ლივლივებდა ჰაერში ტახტი და ამ ტახტზე ზრდასრული ადამიანები ისხდნენ. მართალია, სასაცილოდ კი გამომივიდა, მაგრამ იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი.
მე პირადად შევხვდი ამ ადამიანებს და თვალებში ვუყურებდი მათ, ვხედავდი, როგორი მზერით აღწერდნენ ნანახს. როგორც ფსიქოლოგი, მე მათ სრულიად ვენდობი.
_ ზოგიერთი ადამიანი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ მოჩვენებანი გარდაცვლილთა სულები არიან. უფრო სწორედ იმ მკვდრებისა, რომელთაც რაღაც საქმეები დარჩათ დასამთავრებელი, ანდა ვინც რაღაც-რაღაც მიზეზების გამო ძლიერ მიჯაჭვულია ჩვენს ყოფიერ, ფიზიკურ სამყაროს. თუკი მოჩვენებანი მართლაც არსებობენ, მაშინ როგორია მათი ფსიქოლოგია? გაქვთ თუ არა ამაზე რაიმე მოსაზრება?
საკკო: მე ვესაუბრე პარაფსიქოლოგებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ და ექსპერტები არიან და მათგან გარკვეული პასუხებიც მივიღე. ერთ-ერთი მიზეზი – ჩვენ ვცხოვრობთ იმ ადგილას, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, მაგალითად, ანგლო-ამერიკული ომი. აქ, ამ ადგილებში, უამრავი ადამიანი დაიღუპა ტრაგიკულად. ზოგი მოჩვენება, თქვენ წარმოიდგინეთ, აზრზეც კი არ არის, რომ მოჰკლეს.


მეორე ფაქტორი _ ესაა ენერგია, ნარჩენი ენერგია. იგი ფოტოგამოსახულებას წააგავს. როცა ადამიანი განსაზღვრულ ადგილას აქტიურ მოღვაწეობას ეწევა, აქ იგი ამ ენერგიას გამოყოფს. ეს ენერგია ფიქსირდება დროში, უფრო სწორი კი იქნებოდა, გვეთქვა, სამყაროში. ზოგ ადამიანს ამ ენერგიის დანახვის უნარიც კი გააჩნია.
მაგალითად, ზოგიერთს აურის დანახვის უნარი აქვს. ჯერ არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც 100%-ით უარყოფდა იმ აზრს, რომ აურა არსებობს. თუკი მთვარეს გიჩვენებთ, მის გარშემო შარავანდედია. ასეთია სწორედ გამოყოფილი ენერგია და რა ჰქვია მას? _ აურა. აურა გამოყოფილი ენერგიის ხარჯზე არსებობს.
_ შესაძლებელია თუ არა, რომ ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების მიზეზი ადამიანის არაწმინდა სულებით შეპყრობილობა იყოს, როგორც ამას ძველ დროში მიიჩნევდნენ?
საკკო: მე ვთვლი, რომ გარკვეულ შემთხვევებში _ ეს შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ საღად უნდა ვუყუროთ მოვლენებს. რეალისტები უნდა ვიყოთ – ჩვენ ხომ რამდენი რამე არ ვიცით. ავიღოთ, მაგალითად, დიდი აფეთქების თეორია. ვინ მოაწყო დიდი აფეთქება? ესაა გამაოგნებელი სფერო.
მინდა მჯეროდეს, რომ სამყაროს შექმნამდე არსებობდა უცნობი გონი, შემქმნელი, ღმერთი.. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში შეიძლება იმის დაშვება, რომ ამ სამყაროში არსებობენ ისეთი არსებები, როგორიც დემონები, ანდა სხვა არსებები არიან. შეგიძლიათ მათ ის უწოდოთ, რაც გნებავთ.
_ პარანორმალური მოვლენების შესახებ არსებული ფაქტების ზოგიერთი, ის კი არა და უმეტესი ნაწილი, ფალსიფიცირებულია. გვითხარით, რა აიძულებს ადამიანებს, ასეთი რაღაცები მოიგონონ?
საკკო: ის ადამიანები, რომლებსაც ასეთი გამოგონება მოსწონთ, მიუნჰაუზენის სინდრომით იტანჯებიან.
მიუნჰაუზენის სინდრომი _ ესაა ფსიქოლოგიური მოშლილობა, როცა ადამიანი ისე იქცევა, თითქოს იგი რაიმე ფიზიკური, ანდა ფსიქიკური დაავადებისგან იტანჯებოდეს და ამ დროს კი სრულიად ჯანმრთელია. ეს სინდრომი მოშლილობად იმიტომ ითვლება, რომ მას სერიოზულ ემოციონალურ პრობლემებთან მივყავართ. მაგალითად, როცა ამ სინდრომით დედაა ავად, იგი თავის შვილზე ავადმყოფურ სინდრომებს იგონებს, ანდა სრულიად გააზრებულად იწვევს ბავშვში ასეთ სიმპტომებს, რათა ის ავადმყოფურად გამოიყურებოდეს. ეს კი ბავშვებზე ძალადობაა.
ასეთ ადამიანებს ყურადღება სჭირდებათ, ყურადღებას კი ანიჭებთ შეგრძნება, თითქოს ყველა ზრუნავს მათზე. თუმცა ზოგჯერ ასეთ რამეს ხუმრობის მიზნითაც აკეთებენ, როცა, მაგალითად, უნდათ, ვინმეს გაეთამაშონ. ზოგჯერ კი იმიტომ იგონებენ, რომ უნდათ გადასახადისაგან დაიძვრინონ თავი, საუკეთესო გამოსავალი კი ასეთ დროს პოლტერგეისტის გათამაშებაა.
_ თქვენ ფსიქოლოგი ხართ და შეგიძლიათ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელოთ. ამავე დროს ხართ ისეთი გადაცემის წამყვანი და ავტორი, სადაც ამ უცნაურ ამბებს განიხილავენ. ვინ იცის, პარანორმალური მოვლენების შესახებ უკვე რამდენი ადამიანისაგან მოგისმენიათ? Dდა თუ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომ განსაზღვროთ, ისინი სიმართლეს ჰყვებიან თუ გამოგონილ ისტორიებს?
საკკო: შესაძლოა, ეს ბანალურადაც ჟღერს, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, ისტორია დამაჯერებლად გამოიყურება თუ არა.. ამბავმა უნდა დაგარწმუნოს, დაგაჯეროს. სასურველია რამდენიმე მოწმეც არსებობდეს, ანდა რაიმე ისტორიული ჩანაწერი მსგავს თემებზე.
ერთხელაც ფილმს ვიღებდით ძველ წისქვილზე, ეს წისქვილი 100 წლის წინათ დაიწვა. ამ ხანძრის დროს დაღუპულებიც იყვნენ და იმ აპრემარეში მცხოვრებნი ახლა ამტკიცებდნენ, რომ დღემდე ხედავენ ღამღამობით მოლაპლაპე ცეცხლის ალებს, ზოგს კი ყვირილიც ესმოდა.
მეორე ღამეს ჩვენ გადაღებები გვქონდა. გავიხედე და ჩემი გადამღები ჯგუფის წევრები ოთხ ახალგაზრდას ესაუბრებიან. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ მის ნავში მოჩვენება ცხოვრობს, რომელიც მაცივარში შენახულ ლორის ნაჭრებს უჭამს ხოლმე.
მოამზადა ნათია მუმლაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close