მეცნიერება

პრეზიდენტი, რომელიც შიდსისგან კურნავს ავადმყოფებს

იგი ამბობს, რომ ზეციურ ძალებთან აქვს კონტაქტი

 

გამბიის პრეზიდენტმა იაია ჯამმემ, მართლაც, სენსაციური რამ განაცხადა – მისი თქმით, იგი არც მეტი, არც ნაკლები, სამ დღეში არჩენს შიდსს.
ჯამმე, ეტყობა, მთლად ჩვეულებრივი ადამიანი არც არის. თავადაც ამბობს, რომ ზეციურ ძალებთან აქვს კონტაქტი და კურნების ნიჭიც მათგან ებოძა. ჯამმემ სამედიცინო განათლება უცხოეთში მიიღო. ამჟამად კი საქვეყნო საქმეებს მკურნალობასაც უთავსებს – ორშაბათ-ხუთშაბათს შიდსიანებს ღებულობს, პარასკევ-შაბათს კი ასთმით დაავადებულებს. ასთმიანებს ჯამმე 5 წუთში არჩენს, შიდსიანებთან კი 3 დღე სჭირდება.
ჯამმეს თქმით, იგი ღვთით ბოძებული ნიჭის გარდა ბალახეულობასაც იყენებს. ქვეყნის სამედიცინო განათლების მინისტრის-ტამსირ იაბოვეს განცხადებით, ჯერ ვერ იტყვიან, რა ბალახებია ეს, თუმცა „მსოფლიო მოგვიანებით შეიტყობს ამის შესახებ“.
ყოფილი პაციენტების სისხლში შიდსი სამედიცინო კვლევებით აღარ დასტურდება. ამ სურათზე კი პრეზიდენტი ჯამმე სწორედ მკურნალობის პროცესშია გადაღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close