მეცნიერება

როგორია სიყვარულის სამეცნიერო ახსნის 8 თეორია?

გაგაცნობთ კლასიკური მეცნიერების მიერ ინტერნეტსივრცეში გამოთქმულ 8 მოსაზრებას სიყვარულის შესახებ

 

ადამიანი ბევრ რამეში გამოავლენს თავის თავს, როგორც ირაციონალური არსება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ემოციებსა და გრძნობებს ეხება. ზოგჯერ მათი რაიმე ლოგიკური მოსაზრებით ახსნა სრულიად შეუძლებელია. ხოლო როცა საქმე ისეთ `რთულ შემთხვევასთან~ გვაქვს, როგორიც სიყვარულია, მაშინ მიზეზ-შედეგობრიობის კანონი ხომ საერთოდ წყვეტს მუშაობას.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები არ ცხრებიან და ცდილობენ, ახსნან სასიყვარულო ვნებანი ქიმიური რეაქციებით, ცხოველური ინსტიქტებით, ანდა, დავუშვათ, სულაც სოციალური კანონზომიერებით. ქვემოთ გაგაცნობთ კლასიკური მეცნიერების მიერ ინტერნეტსივრცეში გამოთქმულ 8 მოსაზრებას სიყვარულის შესახებ.

გამოტანა
სიყვარულის _ ადამიანის ამ იდუმალი, ამაღლებული და უმშვენიერესი გრძნობის _ სამეცნიერო თეორიებით ახსნის კიდევ ერთი მცდელობა.

1. “სიყვარული _ როგორც წყურვილი”

(მოსაზრების ავტორია ლიუს ბრაუნი, აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის ნევროლოგი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი).

“შეყვარებულის განცდები წყურვილის გრძნობას წააგავს და ეს გრძნობა მხოლოდ ვნების ობიექტის სიახლოვეს ყოფნისას დაკმაყოფილდება: ყველა აზრი, მოქმედება, მისწრაფება – ყველაფერი გარშემო _ მხოლოდ ერთ სურვილს ემორჩილება _ იყო შეყვარებულის გვერდით. რაღა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს თავისი ტემპერამენტი აქვს და რომანტიკულ გრძნობასაც ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს, მაგრამ საერთო ერთია _ ნებისმიერი ადამიანი შეყვარებულობის ჟამს, ეიფორიის მსგავს მდგომარეობაშია. თანც ეს განცდა შეგულებული `მეორე ნახევრის~ თანდასწრებით ძლიერდება.
ლიუს ბრაუნმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით გამოიკვლია რამდენიმე შეყვარებული წყვილის ტვინის მუშაობა. მეცნიერმა დაასკვნა, რომ შეყვარებულების გვერდიგვერდ ყოფნისას, ანდა ერთმანეთზე ფიქრისას, მათ თავის ტვინში აქტიურდება უბანი, რომელიც რაიმე ჯილდოს მინიჭების, ანდა აღიარების შედეგად სიხარულის შეგრძნების გამოწვევაზეა პასუხისმგებელი. და თავისი ძალით ეს გრძნობა წყურვილის, ანდა შიმშილის გრძნობის ტოლფასია. შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული _ ესაა თავად ბუნების მიერ ჩვენში ჩადებული რეპროდუქტიული მექანიზმის ნაწილი. იგი ხელს უწყობს სქესობრივ პარტნიორებს შორის ემოციური კავშირების დამყარებას და ამგვარად ბავშვების შობის შანსებსაც ზრდის”.

2. “სიყვარული _ ეს თითქოს ჩვენს თავში ვიღაც ჩასახლდა”

(მოსაზრების ავტორია ჰელენ ფიშერი, რატგერსკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი, ნიუ ჯერსის შტატი).

“სიყვარული სხვადასხვანაირია, მაგრამ ვფიქრობ, სამი ძირითადი სახის გამოყოფა შეიძლება_ სექსუალური ლტოლვა, სიყვარული და ღრმა მიჯაჭვულობა. ჩვენ უკვე დიდი ხანია, შეყვარებული ადამიანის თავის ტვინის ფუნქციონირებას შევისწავლით. ერთ-ერთ ჩვენს ექსპერიმენტში 60 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. მათი ასაკი 18-დან 57 წლამდე იყო. წყვილების თავის ტვინის მუშაობას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამის საშუალებით ვაკვირდებოდით და რომანტიკული გრძნობების ძირითად გამოვლინებებს ამ გზით ვაანალიზებდით.
რას განიცდის შეყვარებული ადამიანი? პირველი _ ესაა საკუთარი სიყვარულის ობიექტის განსაკუთრებულობისა და უნიკალურობის შეგრძნება. ეს ეხება მის ტანსაცმელს, ამ ტანსაცმელის ფერს, მის მანქანას, მის ქუჩას _ მოკლედ, რაც გნებავთ, ყველაფერს. შეყვარებული მთლიანად თავის სატრფოზეა ორიენტირებული _ დარდობს, როცა ის არ რეკავს და ბედნიერებისაგან ბრწყინავს _ როცა მისგან `დაიმედებულია~.
შეყვარებულის მდგომარეობა ასევე ხასიათდება გულისძგერის გახშირებით, ოფლის გამოყოფის გაძლიერებით და იმგვარი ფიზიოლოგიური მდგომარეობით, რომელსაც `მუცელში პეპლები~ ეწოდება. ეს დაკავშირებულია ადამიანში ჰორმონ დოფამინის გამომუშავებასთან. ეს ჰორმონი აღტაცების განცდასა და ენერგიის მოზღვავებას იწვევს, აქტიური მოქმედებებისაკენ მოუწოდებს.. ეს შეგრძნება შეგვიძლია იმას შევადაროთ, პირდაპირ თავში რომ ვიღაც ჩაგისახლდება და გამუდმებით გიბრძანებს, სადღაც გაიქცე, რაღაც ზომები მიიღო და ეს ყველაფერი მხოლოდ სამად სამი მთავარი სიტყვისათვის _ `მე შენ მიყვარხარ…~
მე ვვარაუდობ, რომ სიყვარული შთამომავლობის უფრო მეტად საიმედო წარმოებას ემსახურება _ იგი გვაიძულებს, მთელი ჩვენი ყურადღება ერთ პარტნიორს მივაპყროთ და შემთხვევით სქესობრივ კავშირებზე არ გავიბნეთ”.

2. სიყვარული, როგორც სამშენებლო მასალა

(მოსაზრების ავტორია დანიელ კრიუგერი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ქალაქი ენ არბორი, მიჩიგანის შტატი.

“სიყვარული დადებითი გამოცდილებაა, რომელიც მყარი სოციალური კავშირებისა გაბმასა და სტაბილურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. იგი აადვილებს ოჯახის, როგორც საზოგადოების მთავარი შემადგენელი ნაწილის, უჯრედების შექმნას. სიყვარული რომ არ არსებულიყო, ჩვენ მხოლოდ ჩვენი საკუთარი ეგოისტური მოსაზრებებითა და პირადი გამორჩენით ვიხელმძღვანელებდით, რაც აუცილებლად აისახებოდა საზოგადოების საერთო მდგომარეობაზე.
ის გრძნობა, რასაც ჩვენგან შეყვარებული ადამიანის მიმართ განვიცდით, განამტკიცებს ხანგრძლივ კავშირებს. ეს კი თავის მხრივ დადებითად აისახება სოციალურად დაცული ბავშვების შობადობაზე. სიყვარული აიძულებს ადამიანს, თავის შთამომავლობაზე იზრუნოს მანამ, სანამ ისინი დამოუკიდებელნი არ გახდებიან და, მე ასე მგონია, სწორედ ესაა მისი ძირითადი სოციალურად მნიშვნელოვანი ფუნქცია”.

4. სიყვარული გამოიხატება ვინმეზე ზრუნვის გამუდმებულ მისწრაფებაში

(მოსაზრების ავტორია დევიდ გივენსი, არავერბალური კვლევების ცენტრის დირექტორი, ქალაქი სპოკანი).

“სიყვარული, უპირველეს ყოვლისა _ ესაა ემოცია, მიჯაჭვულობისა და თავგანწირვის გრძნობა, რასაც ადამიანი განიცდის ხოლმე ვიღაცასთან მიმართებაში. ზოგჯერ უცხოსადმი აალებული ვნება, შესაძლოა, უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ოჯახის წევრებისადმი, ანდა თუნდაც საკუთარი შვილებისადმი სიყვარულია. ანდა, შესაძლოა, ეს ვნება მხოლოდ სექსუალურ მისწრაფებაში გამოიხატოს.
სიყვარული ტვინის ზუსტად იმ უბანში იბადება, სადაც დედური სიყვარული, შთამომავლობაზე ზრუნვის სურვილი იბადება. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ იგი სწორედ დედაშვილური ინსტიქტიდან განვითარდა. ამას ადასტურებს ის, რომ შეყვარებულები ყოველთვის ერთმანეთის მოვლისა და ზრუნვის, ერთმანეთზე დახმარებისა და მხარდაჭერის აუცილებლობას გრძნობენ”.

5. ~სიყვარული – ეს სექსია

(მოსაზრების ავტორია ლუის გარსია, რატერსკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი).

“მეცნიერებაში უამრავი იმის მტკიცებულება არსებობს, რომ სექსუალობის მომენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ურთიერთობებში. მთელი რიგი კვლევები მოწმობენ, რომ ინტიმური ცხოვრებით კმაყოფილება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქორწინებისაგან მიღებულ საერთო შთაბეჭდილებებზე. გარდა ამისა, ჩვენი ექსპერიმენტების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს მეტი შანსები აქვს ხანგრძლივი და კეთილნაყოფიერი ურთიერთობებისათვის.
ჩვენ ჩვენს კოლეგა დოქტორ შარლოტა მარკთან ერთად უამრავი წყვილი გამოვიკითხეთ, ისეთები, ერთად ხანგრძლივად რომ ცხოვრობდნენ _ არა აქვს მნიშვნელობა, სამოქალაქო ქორწინება იყო ეს თუ რეგისტრირებული. როგორც აღმოჩნდა, მათი ერთობლივი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი სტიმული სწორედ მათი ერთმანეთისადმი სექსუალური ლტოლვა იყო. ინტიმურ ცხოვრებასა და, მაშასადამე, გრძნობებზეც, დადებითად აისახება მდიდარი სექსუალური გამოცდილება. და თუკი პარტნიორებს ეს გამოცდილება დაახლოებით ერთნაირი აქვთ, სწორედ მაშინ მათ კავშირს ხანგრძლივი ბედნიერების შანსი აქვს”.

6. `სიყვარული უაზრობაა პატივისცემის გარეშე~


(მოსაზრების ავტორია ქეით ვაკსი, ფსიქოლოგი, წიგნის `ჩაიდნებისათვის ურთიერთობის~ ავტორი).
“არ არსებობს სიყვარული ორმხრივი პატივისცემისა და ნდობის გარეშე. შეყვარებულები ცდილობენ, ერთმანეთის წინაშე თავი საუკეთესო მხრიდან გამოავლინონ. ამიტომაც წარმატებული ურთიერთობანი ყოველთვის ღირსებაზე, რწმენაზე, ემოციონალურ მხარდაჭერასა და თვითშეწირვაზეა დამოკიდებული. სიყვარული თითოეულ მათგანს საკუთარი თავის უნიკალურობის განცდას ანიჭებს და აიძულებს, მეორე მხარის უნიკალურობაც მიიღოს. თითოეული თვლის, რომ თუკი თავისი პარტნიორი მასთან თავს კარგად გრძნობს, აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომ ეს ფაქიზი ბალანსი არ დაირღვეს. ამიტომაც ნებისმიერი შეყვარებული მიისწრაფვის, თავისი `მეორე ნახევრის~ ინტერესები გაითავისოს და მისი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. მე ვთვლი, რომ სიყვარულის საპირისპირო გრძნობა სიძულვილი კი არ არის, არამედ გულგრილობაა. თუკი თქვენ შეწყვიტეთ ადამიანზე ზრუნვა, არ გრძნობთ მასზე ზრუნვის მოთხოვნილებას, ეს მის მიმართ პატივისცემის დაკარგვაზე მიუთითებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიყვარულზე უკვე ლაპარაკი აღარც კი არის”.

7. `სიყვარული დიდი ხნის განმავლობაში მოთამაშე ურთიერთობებია~

(მოსაზრების ავტორია სტეფანა ორტიგი, ნევროლოგი სირაკიუსკის უნივერსიტეტიდან, ქალაქი სირაკიუსკი, ნიუ-იორკის შტატი).

“სიყვარული რაც არის, ყველამ იცის, მაგრამ არავის შეუძლია, მისი ზუსტი განმარტება მოგვცეს. მე ჩემი ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგებსა და შეყვარებულების ტვინის მუშაობის ნეიროვიზუალიზაციას დავეყრდნობი და ამის ნიადაგზე ჩემეულ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ _ ჩემი აზრით, სიყვარული ესა რთული პოზიტიური და მოტივაციის მომცემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ერთი კონკრეტული ადამიანისადმი ერთიანობისაკენ მისწრაფება. ეს მდგომარეობა თავის თავში მოიცავს მთელ რიგ ქიმიურ, ემოციურ და სხვა პროცესებს. თუკი პარტნიორთან ურთიერთობისას შეინიშნება ტვინის განსაზღვრული უბნების აქტიურობა, ეს სიყვარულის არსებობაზე მიუთითებს. ამასთან ჩვენ არა გვაქვს ხელთ იმის არანაირი მტკიცებულება, რომ სიყვარულს არ შეუძლია რამდენ ხანსაც `გაეხარდება~, იმდენ ხანს გაგრძელდეს. პრობლემა ისაა, რომ მასზე უამრავი სხვა გარე ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელთა ცვალებადობის პროგნოზირება ზოგჯერ სრულიად შეუძლებელია. მაგრამ თუკი სიყვარულს განვიხილავთ, თუკი როგორც სრული კეთილგანწყობით ვინმესადმი ურთიერთობას, მაშინ ამ განსაზღვრების ქვეშ მოექცევიან სიყვარულის ისეთი სახეები, როგორიცაა დედაშვილური სიყვარული, მამაშვილური, ბავშვების სიყვარული მშობლებისადმი და სიყვარული სექსულურ პარტნიორებს შორის”.

8. `სიყვარული, როგორც ისტორიული კონსტანტა~

(მოსაზრების ავტორია სტეფან კუნცი, სახელმწიფო კოლეჯის ისტორიკოსი, ქალაქ ოლიმპია, ვაშინგტონის შტატი).

“მთელი ისტორიის განმავლობაში იყვნენ ადამიანები ერთმანეთზე შეყვარებულნი, მაგრამ ბოლო დრომდე მგზნებარე რომანტიკული გრძნობები ურთიერთობათა ანდა, მითუმეტეს, ქორწინებათა ღირს საფუძვლად არ ითვლებოდა. უმეტესობა ოჯახს ქმნიდა, ანდა თხოვდებოდა, მშობლების ნებით. ეს უკანასკნელნი კი ქალიშვილის, ანდა ვაჟიშვილის ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას, როგორც წესი, მერკანტილური წარმოდგენებით ხელმძღვანელობდნენ.
სიტუაცია შეიცვალა მე-19 საუკუნიდან _ სიყვარულს ოჯახური ურთიერთობებისათვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ადამიანებმა ახლებურად გაცნობიერეს, რა იზიდავთ მათ საწინააღმდეგო სქესისაკენ და აღიარეს, რომ ნებისმიერი წარმატებული ქორწინების საფუძველი, სასურველია, სწორედ სიყვარული იყოს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენს დროში შეყვარებულებს ერთმანეთის მიმართ არა მარტო სასიყვარულო ვნება უნდა გააჩნდეთ, არამედ მეგობრულიც. და სწორედ სიყვარულისა და მეგობრობის შეთავსება პარტნიორებს მომავალში ხანგრძლივ, ბედნიერ და კეთილნაყოფიერ ურთიერთობებს უქადით”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close