მეცნიერება

როგორ “გამოვწმინდოთ” ჩვენი სხეული წყლით?

კოსმონავტების პირადი ექიმის - ივან ნაუმივაკინის - რჩევები

გეყოფათ, ყველაფერს ეკოლოგიას ნუ აბრალით – ჩვენი დაავადებების მიზეზი თავად ჩვენშია – აბა, სცადეთ და თქვენს ბინაში ასე ერთი თვე იატაკს ნუ მოწმინდავთ – ჭუჭყით გაიჟღინთება. ჩვენს ორგანიზმს კი წლობით არ გამოვხვეტავთ ხოლმე. ჰოდა, სწორედ ეს ჭუჭყი გვიჯანყდება.
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს უბრალო, იაფი , მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდებით? ამაში დაგვეხმარება რუსეთში კოსმოსური მედიცინის ერთ- ერთი ფუძემდებლის, კოსმონავტების პირადი ექიმის – ივან ნაუმივაკინის – რჩევები:
როგორც კარგი დიასახლისი გამოწმინდავს ხოლმე სველი ტილოთი თავის ბინას, ასე ადამიანმა შიგნიდან თავის სხეული მუდმივად უნდა გამორეცხოს. ამისათვის კი წყლის სწორად მიღების რეჟიმი უნდა დავიცვათ:
გაიღვიძეთ? პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – უზმოზე ერთი ჭიქა სუფთა წყალი უნდა დალიოთ (როცა მიეჩვევით, ორი უკეთესია). წყალი ჭამამდე 10-15 წუთით ადრე უნდა დალიოთ.წყალს დაუმატეთ მწიკვი მარილი ასეთი დოზით – ასე ერთი გრამი ერთ ლიტრ წყალზე. ჩვენ დაგვჭირდება 4-5 გრამი მარილი დღეში. მისი დეფიციტი ორგანიზმში ყველა გაცვლით პროცესს არღვევს. თანაც გაითვალისწინეთ – დიდ ქალაქებში წყალს ქლორავენ. ქლორი დიოქსინს წარმოქმნის. ესაა უსაშინლესი შხამი, რომელიც ორგანიზმში დაგროვების შემდეგ ანადგურებს მის იმუნურ, ენდოკრინულ, რეპროდუქციულ სისტემებს
უკვე შევთანხმდით, რომ წყალი ჭამამდე 10-15 წუთით ადრე უნდა დალიოთ, ასე 1-2 ჭიქა… იგი თავისუფლად გადადის კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავის რაიონში გროვდება, ანუ იქ, სადაც ტუტე იყრის თავს. შედეგად წყალი კი არ მჟავიანდება, არამედ ტუტოვანი ხდება.
ონკოლოგიურ უჯრედებს კი, რომლებიც ნებისმიერ ორგანიზმშია, მჟავა გარემო უყვართ, ტუტოვანის კი ეშინიათ….. …..
მოკლედ, უზმოზე ჯერ წყალი მიიღეთ… დავუშვათ, დალიეთ, მაგრამ ჭამა ჯერ არ გინდათ? თქვენი ნებაა- გნებავთ – დალიეთ კიდევ, რამდენჯერაც გინდათ, გნებავთ – მეტი აღარ… მაგრამ ისე მოახერხეთ, რომ ზუსტად ჭამის წინ, ასე 10-15 წუთით ადრე, კიდევ მოგიწიოთ დალევამ….
წყალი – ეს საკვებია….აკი ფაქტიურად 3/4 წყლისგან შევდგებით? დღე- ღამეში ასე 1,5 -2 ლიტრი სუფთა წყალი მაინც უნდა მიიღოთ…..ჩვენი ორგანიზმიდან ხომ ყოველდღე ლიტრანახევარი გადამუშავებული სითხე გამოდის…. ასე რომ, საჭიროა მისი აღდგენა. სიბერისკენ გამოვშრებით ხოლმე — სითხე ჩვენში ცოტა რჩება- ასე 30 პროცენტამდე… ჭამით ისევ ისე ვჭამთ, როგორც ახალგაზრდობაში, აი, სითხე კი აღარ გვყოფნის…… რატომ გვემართება ათეროსკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონი და სხვა? წყალი აღარ არის ორგანიზმში, წყალი….
მაგრამ ყველაზე მთავარი აი, რა არის- უჯრედს მხოლოდ სუფთა წყალი გაივლის…. სხვა ყველა – გაზირებული, ყავა – არ მუშაობს…უჯრედის მემბრანა ყველაფერს ასუფთავებს და უჯრედში მხოლოდ სუფთა წყალს უშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უჯრედებიც ნაგვიანდება…და აი, როცა უჯრედები ნაგვიანდება, ისინი მუტაციას იწყებენ – ონკომარკერები ხდებიან. კიბო, შიდსი, როგორც ასეთი, არ არსებობს – არსებობს ორგანიზმის დაბინძურებული მდგომარეობა….
მოკლედ, გაითვალისწინეთ – უზმოზე 1,5-2 ლიტრი სუფთა წყალი უნდა მიიღოთ……სხვა დანარჩენ დროს მიღებული ჯანმრთელობისთვის არ მუშაობს…გაითვალისწინეთ ისიც -თუკი ეს სითხე ყავაა, ის შარდმდენი პროდუქტია. გამოთვლილია: 200 გრამ ჩაის – 200, ხოლო 200 გრამ ყავას 250 გრამი სითხე გაჰყავს ორგანიზმიდან. ანუ ვითომ სითხე კი მიიღეთ, მაგრამ არ მუშაობს ეს სითხე….
ჭამის მერე არავითარ შემთხვევაში, ასე 1,5-2 საათი, არანაირი სითხე (კომპოტი, ყავა, წვენი, ჩაი) აღარ უნდა მიიღოთ, რადგან მაშინ კუჭში საჭმელის გადასამუშავებლად გამოყოფილი მარილმჟავა სწორედ მასში გაიხსნება და ამით საჭმელის გადამუშავება შეფერხდება
P.S. მაშ ასე, დაიწყეთ უზმოზე ჭიქა წყლით და ამ ბრწყინვალე ექიმის სხვა რჩევებსაც თანდათან შემოგთავაზებთ. 
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close