მეცნიერება

საიდან ჩამოვიდნენ გოლიათები დედამიწაზე?

ისინი ადამიანები კი არა, აბსოლუტურად სხვა არსებები იყვნენ

 

ხშირად წაგვიკითხავს, ან გვსმენია, რომ არქეოლოგებმა არაადამიანური ზომის, გიგანტური ძვლები იპოვეს. ამ ძვლებს ერთი შეხედვითაც კი ეტყობა, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში ცხოველების არ არიან და, თითქოს, რარაც გიგანტ არსებებს თუ ეკუთვნიან. გოლიათებზე არა მარტო ზღაპრები და ლეგენდები, არამედ ბიბლიაც მოგვითხრობს. ვინ არიან გოლიათები და საიდან მოხვდნენ ისინი ჩვენს პლანეტაზე?

ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება კითხვა: ეს გოლიათები, სხვა არსებები კი არა, უბრალოდ, გიგანტური ზომის ადამიანები ხომ არ არიან? მედიცინაში აკი ცნობილია შემთხვევები, როცა ადამიანებს 2,5 მეტრი და უფრო მეტი სიმაღლისთვისაც კი მიუღწევიათ. ეს შეიძლება ჰიპოფიზის გარკვეულმა ანომალიამ გამოიწვიოს. როგორც წესი,  ასეთი გიგანტები, არაპროპორციული აღნაგობისა და სუსტად განვითარებულები არიან  და კოორდინაციაც დარღვეული აქვთ. ძველ დროში მათ თეატრალურ წარმოდგენებში მსახიობებად იყენებდნენ. მაგრამ რაც შეეხება გოლიათებივით სამ მეტრ სიმაღლეს, კაცობრიობის ისტორიაში ამხელა მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაზრდილა.
და კიდევ, გადმოცემათა მიხედვით გიგანტები სულაც არ არიან ადამიანები – ისინი აბსოლუტურად სხვა არსებები არიან. თანაც ისინი არა მარტო გარეგნობითაც განსხვავდებიან ჩვენგან, არამედ მტრულად განწყობილებებიც არიან. მეტიც, როგორც ძველი აღთქმა და სხვადასხვა ხალხების თქმულებები ადასტურებს, ეს გიგანტები ადამიანის ყველაზე ბოროტი მტრები იყვნენ. ასე მაგალითად,
გიგანტების შესახებ ბიბლიაში (დაბადება, თავი მეექვსე) ვკითხულობთ:
“როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა…
ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამ ქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამ ჟამს მათი ყოველი გულისთქმა.”
ბიბლიის განმმარტებლები ერთმანეთში კამათობენ ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. ყველაზე მეტად დამაინტრიგებელი ახსნა კი ერთ იუდეურ ლეგენდაშია. ეს ისტორია “გუშაგების შესახებ” ბიბლიაში არაა შეტანილი.
მსგავსი შინაარსი გადმოცემულია აპოკრიფებში – “ენოქის წიგნში” (აპოკრიფები უძველესი დოკუმენტებია, ბიბლიურ თემებზე ბიბლიურ სტილში დაწერილი, ოღონდ არაკანონიკური). “ენოქის წიგნი” ჩვ. წ.აღ-მდე II – I საუკუნეებში დაიწერა.
აი, რა წერია მასში:
“და მოხდა ეს მას შემდეგ, რაც ადამის შთამომავლებს იმ დღეებში გაუჩნდათ ენით აუწერელი სილამაზის ასულები.
და დაინახეს ანგელოზებმა ეს სილამაზე, და ვერ შეხედეს გულგრილად. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, ავირჩიოთ კაცთა მოდგმიდან ცოლები და ვაშობინოთ შვილები”
ორასი ანგელოზი უძინართა რაზმიდან, ანუ გუშაგები, დედამიწაზე, ჰერმონის მთაზე, დაეშვნენ,. მათი წინამძღოლი იყო სემიაზა, ანუ აზაზელი. მათ არათუ იცხოვრეს ადამის ასულებთან, არამედ ასწავლეს მათ ჯადოქრობა და მცენარეებით მკურნალობა. აზაზელი იარაღის პირველი მწარმოებელიც კი გახდა – ადამიანებს ხმლებისა და დანების გამოჭედვა ასწავლა.
ამ ბიწიერი კავშირის ნაშიერნი დალოცვილები ვერ იქნებოდნენ. ცის გუშაგებისა და მიწიერი ქალების შთამომავლები მუდამ მშიერი გიგანტები აღმოჩნდნენ, რომელთაც აღარ ყოფნიდათ არაფერი ადამიანური საკვები ამ ქვეყანაზე.
“და დაორსულდნენ ისინი და შვეს ბავშვები, რომელთა სიმაღლე 3 000 წყრთა იყო. (ახალშობილებმა) შეუჭამეს მთელი სანოვაგე ადამიანებს, ისე რომ ადამიანებს აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება.
და მაშინ ახალი სულიერი არსებები, შიმშილი რომ მოეკლათ, ადამიანებს დაერივნენ.მათ დაარღვიეს კანონი და გაუმაძღარი არსებები ფრინველებსა და ცხოველებს, გველებსა და თევზებსაც მიადგნენ და დაიწყეს მათი სანსვლა და დაიწყეს მათი სისხლის სმა. და დედამიწა გასაჭირში აღმოჩნდა “
მალე გუშაგები დაისაჯნენ თავიანთი ცოდვების გამო. ღმერთმა მთავარანგელოზი რაფაელი წარმოგზავნა აზაზელის შესაპყრობად. ეს დაცემული ანგელოზი განკითხვის დღემდე უნდა დაეტუსაღებინათ და შემდეგ სამუდამო ცეცხლში უნდა დამწვარიყო. დანარჩენ გუშაგთა თვალწინ ჯერ მათი ბუმბერაზი-შვილები გაანადგურეს, ხოლო შემდეგ ისინიც დაატყვევეს განკითხვის დღემდე. ვერც ადამიანი გადაურჩა ამ ტრაგედიას – მოკლული ბუმბერაზების სისხლიდან დემონები დაიბადნენ, რომლებიც ადამიანებს აწვალებენ, ანჯავენ და შიშის ქვეშ ამყოფებენ.


ყველა იუდეველმა როდი მიიღო ეს ლეგენდა, ხოლო ქრისტიანული ერის საწყის წლებში ეს ისტორია კარგად იყო ცნობილი და უდავოა, გავლენა იქონია უფრო გვიანდელ ქრისტიანულ წარმოდგენებზე ბუმბერაზებისა და ბოროტების შესახებ. ეს ლეგენდაც რომ არა, ბიბლიიდანაც ადვილია კავშირის მონახვა ბუმბერაზებსა და ბოროტებას შორის.
ბიბლიაში ეს ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ბუმბერაზებია მოხსენებული: ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელიანთა ერთი ჯგუფი წინ წავიდა. ამათ ის ადგილი უნდა გამოეკვლიათ, რომელიც აღთქმულ მიწად მიიჩნიეს. მზვერავებმა იქ საშინელება ნახეს:
“ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი, კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში” (რიცხვნი 13, 33 – 34).
ეს ბუმბერაზები ცნობილი იყვნენ, როგორც საშინელი არსებები და ამიტომაც “ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.”
ესაა, რომ ბუმბერაზები მრავალრიცხოვანნი არ იყვნენ. მოგვიანებით, ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ ისინი გაუჩინარდნენ.
“რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბათში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე – ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა” (მეორე რჯული 3,11)
ანუ, თანამედროვე ზომებით, გიგანტის სარეცელი 3 მეტრი და 90 სმ სიგრძისა და 2 მეტრი სიგანისა ყოფილა. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ნამდვილი გიგანტები უფრო დიდებიც კი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, არსება, რომელსაც ოთხმეტრიანი საწოლი სჭირდება, სულაც არაა პატარა.
ბაშანის მეფის, ყოგისთან შედარებით, ბიბლიაში ყველაზე ცნობილი გიგანტი – გოლიათი – გაცილებით დაბალი იყო სიმაღლით.
ზოგიერთმა ბიბლიის ცნობების მიხედვით გოლიათის სიმაღლე გამოთვალა. აღმოჩნდა რომ იგი თითქმის 3 მეტრს აღწევდა, ხოლო სპილენძის აღკაზმულობა, რომელსაც ჩამოიცმევდა ხოლმე, 80 კგ-ს იწონიდა. გოლიათის სიმაღლე სავსებით მისაღებია. ამიტომაც იგი რეალურ ისტორიულ პირად ითვლება, დიდ ადამიანად და არა გიგანტად. მხოლოდ ეს დიდი ადამიანი, ბუმბერაზად ცნობილი, ისრაელიანთა მტერი იყო. ასე რომ, გოლიათის ეს ისტორიაც ერთმანეთთან აკავშირებს გიგანტებსა და ბოროტებას.
არა მარტო იუდეველებს სჯეროდათ გიგანტების არსებობა. იდეა, რომ ერთ დროს დედამიწა დასახლებული იყო პირველყოფილი ბუმბერაზებით, ფართოდ იყო გავრცელებული. ბერძნული მითოლოგიაში მათი ორი სახეობა გვხვდება – ტიტანები და გიგანტები. ისინი ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ მაშინდელი დროისთვის, როდესაც სამყარო ეს-ესაა იბადებოდა. ტიტანებსა და გიგანტებზე ლეგენდები უფრო გვიანაა ჩაწერილი. ამიტომაც წყაროს დადგენა რთულია.. ხშირი გადმოცემების შედეგად, ამ ლეგენდებმა ძლიერი ცვლილება განიცადეს.
ლეგენდის თანახმად, ტიტანები დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ არსებათა შორის ერთ-ერთი უძველესი სახეობა იყო. ერთი ტიტანთაგანი – კრონოსი, ოლიმპოს მთის მბრძანებელი ღმერთის, ზევსის მამა იყო. ოღონდაც კრონოსი და სხვა ტიტანები ღმერთების მტრები გახდნენ და მათ მიერვე იქნენ ძლეულნი.
რაც შეეხება გიგანტებს, მათ ნაკლებად კეთილშობილი წარმომავლობა აქვთ. ერთი ვერსიით, გიგანტები იმ სისხლიდან გაჩნდნენ, რომელიც სხვა უძველესი არსების ჭრილობიდან გადმოდინდა. გიგანტებიც ღმერთების დაუნდობელი მტრები გახდნენ. მალე, ტიტანებთან ომის შემდეგ, ზევსმა მათ დამორჩილებას მიჰყო ხელი. მაგრამ ზევსი მიხვდა, რომ მოკვდავის დაუხმარებლად გიგანტებს ვერ მოერეოდა და ჰერაკლეს დაუძახა. ღმერთები ჰერაკლესთან ერთად გაუსწორდნენ გიგანტებს. ღმერთებსა და გიგანტებს შორის ომი – ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებული თემაა ბერძნულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
ბერძნულ მითოლოგიაში არ არის ზუსტი ცნობები, თუ როგორ გამოიყურებოდნენ გიგანტები. ხელოვნების ზოგიერთ ნაწარმოებში ისინი ადამიანის სახით გვხვდებიან, ზოგან კი ფეხების მაგივრად გველების მქონე მონსტრებად გამოისახებიან. ზოგჯერ მათ მამაც მეომრებად, ღმერთების ღირსეულ მეტოქეებად თვლიან, ზოგჯერ კი როგორც სულელ არსებებს, ისე აღწერენ.
გერმანული და სკანდინავიური მითოლოგია გაცილებით უფრო მდიდარია გიგანტების შესახებ გადმოცემებით. ლეგენდებისა და პოემების კრებული “ედდა” ჰყვება სამყაროს დასაწყისსა და დასასრულზე. “ედდას” მიხედვით, პირველი არსება გიგანტი იამირი იყო. ღმერთი ოდინი და სხვა ღმერთები მოგვიანებით გაჩნდნენ და მათი წარმომავლობა ნაწილობრივ გიგანტებიდან იღებს სათავეს. აქაც, ღმერთებმა ბრძოლა დაიწყეს გიგანტების წინააღმდეგ და ყველა გაანადგურეს. მხოლოდ ერთი წყვილი გადაურჩათ, რომელთაც გიგანტების ახალი თაობა დაბადეს და მათაც ღმერთების მტრობა გულში ჰქონდათ დამალული.
ამ მითის მიხედვით, მათი ფინალური შებრძოლებიდან ვერავინ ვერ გადარჩება – ვერც ღმერთები და ვერც გიგანტები, ყველანი დაიხოცებიან. ამგვარად, საბოლოოდ სამყარო კვდება.


გიგანტები მყარად დამკვიდრდნენ ფოლკლორშიც. ზოგჯერ ისინი ადამიანების მეგობრებად მიიჩნევიან, თუმცაღა საკმაოდ სულელებად ითვლებიან. გიგანტები საშიშები იყვნენ თავიანთი ზომებისა და ძალის გამო, მაგრამ მათი გაცურება, გადმოცემის მიხედვით, პატარა ბავშვსაც კი შეეძლო.
უკვე რამდენიმე საუკუნეა, რომ ადამიანები უზარმაზარ ძვლებს პოულობენ მიწაში. ესენი არ არის დინოზავრის ძვლები, რადგან ისინი მილიონობით წლის წინათ გადაშენდნენ. საერთოდ დინოზავრების ნაშთები მიწაში ღრმად, ქვის საბადოებშია ხოლმე შემორჩენილი და მათი ამოღება საკმაოდ რთულია. ადამიანთა მიერ ნაპოვნი უზარმაზარი ძვლები კი მიწაში არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში იყო დამარხული, თანაც მათი სულ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე (ზოგჯერ ნახევარ მეტრზეც კი) პოულობენ ხოლმე. შემთხვევით მათი ამოთხრა არაა რთული და ზოგჯერ შეიძლება ისინი მიწისგან ძლიერი წვიმისგანაც კი გამოირეცხოს.

ნაპოვნი ძვლები ძალიან ხშირად მეცნიერებისათვის ცნობილ არც ერთ ცოცხალ არსებას არ ეკუთვნოდა. ამიტომაც თვლიდნენ, რომ ძვლები გიგანტებისა იყო. ზოგჯერ ეს ძვლები სულაც არ შეეფერებოდა ადამიანის მსგავს გიგანტებს და ისინი უბრალოდ გიგანტურ ცხოველებს ეკუთვნოდა – აკი 10 ათასი წლის წინათ აფრიკისა და აზიის ტერიტორიებზე დიდი ზომის ძუძუმწოვრები ბინადრობდნენ… განსაკუთრებით მრავალრიცხოვანნი კი მამონტები და სპილოს მაგვარი სხვა ცხოველები იყვნენ.
ჩვენი წინაპრები ხშირად ნადირობდნენ მამონტებზე და ისინი თავიანთი გამოქვაბულების კედლებზეც კი გამოსახეს. მაგრამ ეს წინარეისტორიულ ეპოქაში იყო. ევროპაში სულ მთლად გადაავიწყდათ, რომ ოდესღაც იქ სპილოებიც ცხოვრობდნენ.. ზოგჯერ აღმოჩენილი დიდი თავის ქალები სპილოებს ეკუთვნით, ძველ დროში კი მათ გიგანტებისად მიიჩნევდნენ.
ამის ყველაზე ტიპური შემთხვევაა გიგანტი ლუცერნიდან. ამ შვეიცარიული ქალაქის მახლობლად, 1577 წელს, დიდი ზომის ძვლები იქნა აღმოჩენილი. მეცნიერებმა დიდხანს იმტვრიეს თავი და ბოლოს მოიწვიეს ექსპერტი ბაზელიდან – ფელიქს ფლეითერი – დოქტორი, რომელმაც სრულყოფილად იცოდა ანატომია. მან კი გამოაცხადა, რომ ძვლები 6 მეტრი სიმაღლის გიგანტს ეკუთვნოდა. ფლეითერმა დახატა კიდევაც ეს გიგანტი.
მაგრამ, რამდენიმე საუკუნის წინათ, ადამიანებს ცოტა რამ თუ გაეგებოდათ ჩონჩხების რესტავრაციის საქმეში. ამიტომ, საუკუნის შემდეგ, როცა წინარეისტორიული ანატომიის შესწავლის საქმემ წინ წაიწია, ეს ძვლები გერმანელმა ზოოლოგმა იოან ფრიდრიხ ბლუმენბახმა შეისწავლა და გამოაცხადა, რომ ის მამონტისა იყო. სხვა შემთხვევებიც არსებობს, როცა გადაშენებული ცხოველების დიდი ზომის ძვლებს შეცდომით გიგანტებს მიაწერდნენ.. მაგრამ თუ ძვლები არ მიეკუთვნება არც ერთ არსებულ ცხოველს, ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ეს ძვლები გიგანტებისაა.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გიგანტების შესახებ თქმულებების შეთხზვა დაფუძნებულია უძველესი ძუძუმწოვრების გიგანტური ძვლების აღმოჩენაზე.
ავსტრიელი პალეონტოლოგი ოტენიო აბელი წერს: “ჰომეროსის დროინდელ, კურსსაცდენილ მეზღვაურებს, რომლებიც ასეთ თავის ქალებს სიცილიის გამოქვაბულებში ნახულობდნენ, სპილოები არასოდეს ენახათ. ამიტომაც მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი ცალთვალა დიდ არსებებს ეკუთვნოდათ. შეიძლება ასე გაჩნდა მითი ციკლოპებზე. სპილოს თავის ქალა დიდია და შუბლის შუა ადგილზე კარგა მოზრდილი ხვრელი აქვს. მიიჩნიეს, რომ ეს ხვრელი, სწორედ გიგანტის თვალის ბუდე იქნებოდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს ძალიან დიდი ზომის ცხვირის ხვრელი ყოფილა. ძლიერი შთაბეჭდილებების მოყვარული ადამინებისთვის კი, რომლებიც სპილოს ანატომიაში დიდად გარკვეულები ვერ არიან, ქალა მაინც ციკლოპის, ანუ ცალთვალა გიგანტისა – იყო.


თუმცა არის სხვა შემთხვევებიც: 1520 წელს, მაგელანის ხომალდი პატაგონიის ნაპირებთან შეჩერდა. მთელი ორი თვის განმავლობაში ეს მიწები უკაცრიელი ეგონათ, როცა ერთხელაც… სიტყვას გადავცემთ იტალიელ პიგაფეტეს, რომელიც ექსპედიციის დღიურებს წერდა:
“მოულოდნელად ნაპირზე გიგანტი დავინახეთ, თითქმის შიშველი. ის ხტოდა, მღეროდა და თავზე სილასა და მიწას იყრიდა. კაპიტანმა ერთ-ერთი ქვეშევრდომი გააგზავნა და უბრძანა, მასაც ეხტუნა და ემღერა, რათა აბორიგენი დამშვიდებულიყო და დარწმუნებულიყო ჩვენს კეთილგანწყობაში. ცეკვა-ცეკვითა და სწრაფი მოძრაობით მეზღვაურმა გიგანტი იმ ადგილისკენ შემოიტყუა, სადაც კაპიტანი ელოდა. როდესაც მან დაგვინახა, შიშმა და გაოცებამ შეიპყრო. ეტყობა, დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ზეციდან ჩამოვედით, ის თითით სულ ზემოთ მიანიშნებდა. ეს იყო ბუმბერაზი, ჩვენს შორის ყველაზე წარმოსადეგებიც კი მას წელამდე წვდებოდნენ. ამასთან ის იყო კარგი აგებულების, ძალიან მსხვილი, წითელი საღებავით მოხატული სახით.“
ამ ცნობიდან ადვილია დავასკვნათ, რომ მაგელანის ჯგუფი შეხვდა 3,5 მეტრი სიმაღლის ადამიანს. მან კი, თავის მხრივ, ექსპედიციის წევრები ზეციდან ჩამოსულებად მიიჩნია, რადგან ელოდა მათ.
აქ ხომ არაა ძაღლის თავი დამარხული? გიგანტების გამოჩენაც და გაუჩინარებაც ხომ სრულიად მოულოდნელად მოხდა? მათ არანაირი ევოლუციური კვალი არ დაუტოვებიათ დედამიწაზე. დასკვნაც უნებურად, თავისთავად კეთდება – ის, რომ გიგანტები არ არიან დედამიწელები და რომ ისინი ჩვენს პლანეტაზე მცირე დროით ჩამოიყვანეს…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close