მეცნიერება

ყველაზე, ყველაზე საშინელი ისტორიები

სისხლის გამყინავ ისტორიათა ნაკრები

 

 

თითოეულ ჩვენთაგანს, ალბათ, ერთხელ მაინც შემთხვევია ისეთი ამბავი, რომლის მოსმენისას ძარღვებში სისხლი გეყინება კაცს. მიუხედავად შიშისა, ადამიანთა უმრავლესობას მაინც აინტერესებს ასეთი თავგადასავლები. ზოგი ამბავი ხომ, მართლაც ტრილერის, ანდა საშინელებათა ფილმის, სიუჟეტს წააგავს.. აი, ამ ისტორიათა ნაკრებიც:

“იქ ბევრი სისხლია”

მე ჰოლივუდ-ჰილზე ვცხოვრობდი. ეს შემთხვევა კი 80-იან წლებში მოხდა: 21.00-ზე კარებზე ძლიერი კაკუნის ხმა გავიგონე, გავაღე კარი და იქ ქალი იდგა, რომელიც ისტერიკულად იმეორებდა: `იქ ბევრი სისხლია~.. ქალს სუფთა სამოსი ემოსა და სრულიად ნორმალურის იერი ჰქონდა, ჩვენ ის სახლში შემოვუშვით. ქალი მოგვიყვა, რომ დაინახა, თუ როგორ დაჭრეს ვიღაც.
ავდექით და პოლიციაში დავრეკეთ. 10 წუთში ორი ოფიცერი გვეახლა უნიფორმაში. მათ ქალი წაიყვანეს და თქვეს, რომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის ირიცხებოდა, რომ იგი ფსიქიკური დაავადებით იტანჯება და ქუჩაში ცხოვრობს.
რაღაც 30 წუთში კარებზე ახალი კაკუნის ხმა გავიგონე, ორი პოლიციელი მოვიდა. მათ არაფერი იცოდნენ მათზე წინ მოსული პოლიციელების შესახებ. ამიტომაც ჩაიწერეს ჩვენებები, ოფიცრებისა და ქალის აღწერილობაც.. და საერთოდ, ვერაფრით მიხვდნენ, როგორ შეიძლებოდა სხვა პოლიციელები აქ მათზე ადრე მოსულიყვნენ, როცა შეტყობინება განყოფილებაში 40 წუთის წინათ მიიღეს.

ითხოვენ ბავშვ-მოდელებს

როცა 6 წლის ვიყავი (ანუ 28 წლის წინ), მშობლებმა ჩემს დასთან ერთად ფრენბურთის მატჩზე წამიყვანეს. ბებია კი შინ დარჩა, რომ ჩემი უმცროსი დისთვის მიეხედა. დაბრუნებულებს ბებიამ გვითხრა, რომ ორი ჭაბუკი ესტუმრა. მათ იკითხეს, ცხოვრობს თუ არა აქ გოგონა ხუჭუჭა წითური თმებით. აკი თვალი მოჰკრეს მას და გადაწყვიტეს, რომ გადასაღებ რეკლამაში სწორედ ეს გოგონა გამოადგებოდათ.
ბებიამ უპასუხა, ახლა გოგონა შინ არ არისო. ამიტომაც მოგვიანებით გამოვლას დაჰპირდნენ.
ბებიასა და დედას ამ ამბისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, მამას კი საეჭვოდ მოეჩვენა და პოლიციაში დარეკა. შედეგი ის იყო, რომ ჩვენთან ფებეერის აგენტები მოვიდნენ. მათ ჩემი მშობლებიცა და ბებიაც დაჰკითხეს. ამ დროს კი მე ოთახში დავრბოდი და აგენტებს ჩემს სათამაშო ვერტმფრენს ვუჩვენებდი. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გავხდით პოტენციური ნადავლი ბავშვებით ვაჭრობაში დახელოვნებული ჯგუფისა. თურმე რეკლამის გადაღების მომიზეზებით ისინი უამრავ სურათებს იღებენ და ელოდებიან იმ მომენტს, როცა ბავშვი-მოდელი დაიღლება, ბოლოსდაბოლოს, დაღლილი ბავშვი ჭირვეულობას იწყებს. მაშინ ისინი სთხოვენ დედას, შვილის დასამშვიდებლად გავიდეს და იქვე, გვერდით მაღაზიებში, რაიმე სათამაშო შეიძინოს. როგორც კი დედა გადის, ჯგუფი ბავშვთან ერთად გარბის.
ფებეერმა გვითხრა, რომ თუკი ჩემს დას ასე ჩაიგდებდნენ ხელში, სულ რაღაც 24 საათში იგი უკვე გაყიდული და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყვანილიც ეყოლებოდათ. ამიტომაც გვირჩიეს, შეგვეცვალა საბავშვო ბაღი და ყველა ის ადგილებიც, სადაც აქამდე დავდიოდით.


დღემდე მაშინებს, რა მოჰყვებოდა ამ ამბავს, დამნაშავეებს ამ ყველაფრის გაკეთება რომ მოესწროთ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ამბის მერე დედა ერთი წუთითაც აღარ გვტოვებდა. მხოლოდ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ გარისკა, რომ ბავშვები ძიძასთან ერთად მარტო დავეტოვებინეთ.

მაცადე.. შენ თუ აქა ხარ, მაშინ იქ ვიღა არის?

რამდენიმე წლის წინათ ჩემი ინვალიდი ბიძაშვილისთვის უნდა მიმეხედა. მას სიარული კი შეუძლია, მაგრამ ძლიერი ართრიტის გამო ხანდახან დახმარება სჭირდება. დილით მივედი მასთან, ტუალეტამდე მისასვლელად ყავარჯნები მივუტანე და მისთვის საუზმის კეთებას შევუდექი.
აბაზანაში წყლის ჩხრიალი გავიგე.: სააბაზანომდე მისი ოთახის კარებთან უნდა გამევლო. დავინახე, რომ ჩემი ბიძაშვილი საქანელა-სკამზეა გადაწოლილი და თან ადეიალა წაუფარებია.
`ნუ ტოვებ ხოლმე წყალს მოშვებულს, თორემ ყველაფერს დატბორავ~, _ დავიძახე და აბაზანში წყლის გადასაკეტად შევედი. იქ ჩემი ბიძაშვილი იდგა და სახეს იბანდა.
მაშინვე მის ოთახში შევვარდი, იქ კი მარტო მის საქანელაზე დაგდებული ადეიალა დამხვდა. ამ ამბის შემდეგ ამ ბინაში ვეღარ მივდიოდი.

ყრუ ბგერა

7 წლისა ვიყავი, დედაჩემმა ჩემი უმცროსი და რომ გააჩინა. მამასთან ერთად პაწაწას გასაცნობად საავადმყოფოში წავედი. იქ საკმაოდ მომეწყინა და მშობლებმა იქვე, სამშობიაროს გვერდით მდგომ ჯიხურში, ნაყინის საყიდლად გამაგზავნეს.
როცა ჯიხურში მივდიოდი, რაღაც ყრუ ხმა გავიგონე, თითქოსდა რაიმე მძიმე დაეცაო.
მოვიხედე და საავადმყოფოს პიჟამოში ჩაცმული მამაკაცის გვამი დავინახე. იგი სულ რაღაც 40-50 სანტიმეტრში იწვა იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი. კაცი თურმე ჰოსპიტალის სახურავიდან მას შემდეგ გადმოხტა, რაც შეიტყო, რომ განუკურნებელი იყო.
დედაჩემი და სხვები ფანჯრიდან უყურებდნენ, ამ კაცმა როგორ ჩამიქროლა და კინაღამ მომკლა. ექიმთა ნაწილს უნდოდათ, ჩემი ჯანმრთელობის შემოწმებაზე გავეშვით, მაგრამ ჩემი დავიჟინე – ჯერ ნაყინი მიყიდეთ და მერე კი შინ წამიყვანეთ-მეთქი.
მას შემდეგ დღემდე გარკვევით და ცხადად მიდგას ყურებში ჩამოვარდნილი სხეულის ხმა და იმ ადამიანის გვამიც თვალწინ მიდგას, ლამის რომ ზედ დამეცა და მომიყოლა.

ეს სასაცილო არ არის

მას შემდეგ ორი წელი გავიდა. საღამო იყო, ჩემს ოთახში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. უცებ ორი პატარა გოგოს სიცილის ხმა გავიგონე. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სიცილი კი არ იყო, არამედ საშინელებათა ფილმებში გაგონილ სიცილს მოგაგონებდათ.
წიგნი გადავდე და მივაყურადე. სულ რაღაც ერთ წუთში გადავწყვიტე, რომ ეს სიცილი უბრალოდ ქუჩიდან შემომესმა. ის-ის იყო, უნდა ჩამძინებოდა, რომ კვლავ შემომესმა ეს სიცილი. ღამის 2 საათი იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დროს გარეთ, ქუჩაში, არავითარი პატარა ბავშვები აღარ არიან. აი, მაშინ კი იცოცხლეთ, მართლა გვარიანად შევშინდი.
საწოლში წამოვჯექი და კვლავ მივაყურადე, მეჩვენებოდა, რომ მთელი საუკუნე გავიდა.. და კვლავ გავიგონე ეს სიცილი. მაშინვე საწოლიდან წამოვხტი და მთელი ღამე სასტუმრო ოთახში გავატარე, დილით მე სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს საძინებელში მოჩვენება ჩასახლდა.
მთელი შემდგომი კვირა ჩემს საძინებელში დაძინებას ვერიდებოდი და სასტუმრო ოთახში ვათევდი ღამეს. საბედნიეროდ, ჩემებს არაფერი შეუმჩნევიათ. მე არავისთვის მომიყოლია მომხდარის შესახებ, რადგან მომერიდა, შეშლილად არ შევერაცხეთ – ყოველთვის, როცა კი ჩემს ოთახში საათზე მეტ ხანს დავყოფდი, ყურში ეს სიცილი ჩამესმოდა.

კვირის ბოლოს უკვე სრულიად გამოვიფიტე, უკვე ჩემს ოთახში აღარც ყოფნა და აღარც დაძინება აღარ შემეძლო _ მე ჩემი ოთახისა მეშინოდა.
ერთხელაც დილით ჩემი ძმა მოვიდა ჩემთან და მეკითხება: `შენ რა, ყრუ ხარ?~
მე ვერ გავიგე მისი შეკითხვა. ძმა მომიყვა, რომ ოთახში პატარა მოწყობილობა დამიყენა, რაღაც გასათამაშებელი პატარა აპარატის მსგავსი. ეს მოწყობილობა სხვადასხვა ბგერებს გამოსცემდა. ჩემმა ძმამ კი თურმე ყველაზე თავზარდამცემი ხმები ამოირჩია _Pპატარა გოგონების სიცილი.. და აი, ჩემზე მთელი კვირეების დაკვირვების წარმოების შემდეგ ძმა თავადვე შემეკითხა, თუ რატომ არა მქონდა ამ სიცილზე არანაირი რეაქცია.

ნათურები

ერთხელაც ღამე ისეთ სახლში გავატარე, სადაც, მე მგონი, მოჩვენება ბუდობდა. იმ სახლში ჩემი დაქალი ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. მაგრამ ისინი არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ წყალგაყვანილობის უცნაურ ონკანებს, რომლებიც თავისით პერიოდულად ჩაირთვებოდნენ და გამოირთვებოდნენ ხოლმე. ეს ღამ-ღამობით ხდებოდა.
კაცმა რომ თქვას, ამ სახლში სხვა ბევრი უცნაურობაც ხდებოდა.
აქ ზოგჯერ ტელევიზორი ირთვებოდა თავისით, ხანაც სხვადასხვა არხებზე გადაერთვებოდა. ერთხელაც, მახსოვს ყველანი საწოლებში წამოწოლილები ვიყავით და ვჭორაობდით, როცა ტელევიზორი თავისით ჩაირთო და არხებიც გადაირთო.
ჩემი მეგობრის ოთახი მანსარდში იყო, ხოლო ოთახის ჭერში პატარა, სხვენზე ასასვლელი კარები იყო. თუკი საუბარში გართულები იქ ძალიან გვიანობამდე დავრჩებოდით ხოლმე, მაშინ კარგად გვესმოდა, როგორ ჭრაჭუნობდნენ ამ კარის ფიცრები. ეს რაღაც შემაძრწუნებელია, მითუმეტეს, როცა 14 წლისა ხარ.
შემდეგ კი მოხდა ის საშინელება, რის გამოც ამ სახლში სტუმრობისაგან სამუდამოდ ფეხი ამოვიკვეთე: ერთხელაც მთელი ოჯახი საყიდლებისათვის გამოვიდა. სახლის კარი ოჯახის დედამ დაკეტა, ჩვენ კი მთელი საათნახევარი მაღაზიებში დავდიოდით, მერე კი დავბრუნდით. როცა სახლში შევედით, დედა შუქის ანთებას შეეცადა, მაგრამ არ აინთო. მაშინ თქვა: `ნუთუ ელექტროენერგია გადატვირთულია?~ და სცადა, სხვაგან მაინც აენთო ნათურები. არსად არაფერი არ მუშაობდა. და მაშინ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მთელ სახლში ნათურები დახსნილი იყო და სასტუმრო ოთახის კუთხეებში დალაგებული.. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ, როცა ეს ნათურები ვიპოვეთ, მე ავტირდი!

ქალი მაკდონალდსში

მანამ, სანამ ამ ამბავს მოგიყვებოდეთ, უნდა აღვნიშნო, რომ მე სკეპტიკოსი ვარ. მე არ მჯერა ისეთი რაღაცების, რისი ახსნაც სამეცნიერო თვალსაზრისით შეუძლებელია, მაგრამ 25 წლის წინათ ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი მომენტი, რომელსაც დღემდე ვერ ვივიწყებ.
მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი და ის-ის იყო, მართვის მოწმობა ავიღე, დავაჯექი მამაჩემის მანქანას და ჩემი ჭკუის მეგობრებთან ერთად მეზობელ ქალაქში კაფის მოსაძებნად გავეშურეთ. კვირა საღამო იყო და ქალაქი თითქმის ცარიელი იყო. ერთადერთი ღია დაწესებულება კი “მაკდონალდსი” აღმოჩნდა.
ის-ის იყო, მაგიდასთან მოვთავსდით, რომ მოხუცი ქალი მოგვიახლოვდა და ჩვენს გვერდით მაგიდასთან დაჯდა. მართალია, არც ღატაკად გამოიყურებოდა, მაგრამ მის ტანსაცმელს მაინც რაღაც სიძველისა და ნაცვეთის ელფერი დაჰკრავდა. ქალმა საუბარი დაგვიწყო. თავიდან საუბარი კეთილგანწყობილი და არანაძალადევი იყო, მაგრამ შემდეგ მან თითოეულ ჩვენთაგანზე დაიწყო ამბების მოყოლა.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენზე მართლა ძალიან ბევრი რამ იცოდა, არადა, საერთოდ პირველად გვხედავდა. თანაც ამ ქალაქში მართლა არავინ გვიცნობდა. ქალი სწრაფად საუბრობდა და თითოეულის ცხოვრებიდან ძალზედ პირადულ დეტალებს ამზეურებდა. საუბრის დასაწყისში იგი მე მომიბრუნდა და მკითხა: `ბაბუაშენი ინჟინერი იყო, ასე არ არის?~ ბაბუა, მართლაც, ინჟინერი იყო, მაგრამ 1951 წელს მოკვდა. თანაც ამ რეგიონში არასდროს უცხოვრია. ასე რომ, გამორიცხული იყო, აქ იგი ვინმეს ცნობდა.
ჩემი მეგობრები ამ ქალზე თავიდან კი ახარხარდნენ, მაგრამ შემდეგ ჩაყუჩდნენ _ იგი ნამდვილად არ ჰგავდა შარლატან მკითხავს, რომელიც გცინცლავს ინფორმაციას. თვითონ გვიყვებოდა აქტიურად ყველაფერს ჩვენი ცხოვრებიდან, თანაც ისეთ ფაქტებს, რომლებიც ჩვენს გარდა არავინ იცოდა.
მოულოდნელად მან ფრანგულ ენაზე დაიწყო საუბარი ერთ ჩვენს მეგობარ გოგოსთან, რომელსაც ეს ენა კარგად ესმოდა.
ქალი თითოეულ ჩვენთაგანთან ძალზედ პირადულ პრობლემებზე საუბრობდა. ეს პრობლემები, მართალია, ჩვენ გვქონდა, მაგრამ მანამდე მასზე დუმილს ვამჯობინებდით. ეს ქალი კი რჩევებს გვაძლევდა და თან ჩვენს გარდაცვლილ ნათესავებზე გველაპარაკებოდა.
…ჩვენ უკვე ძალიან დათრგუნულები ვისხედით. ქალი ადგა და გვითხრა, რომ უკვე მისი წასვლის დრო იყო, მან ხომ ისედაც ძალიან შეგვაწუხა, ადგა და კარებისაკენ გაემართა.. ჩვენც უკან მივყევით, რადგან უკვე ძალიან გვიანი იყო.
და აი, სწორედ აქ მოხდა ძალიან უცნაური რამ: მე სულ რამდენიმე ნაბიჯში ვიყავი ამ ქალისაგან, ქუჩაში ორი კარები გადიოდა, და იგი პირველ მათგანში გავიდა. გასასვლელი კარი შენობის კუთხეში იყო და ორი სავაჭრო ქუჩის გზაჯვარედინზე გადიოდა. ახლომახლო არ იყო არც არანაირი სხვა კარი, არც ქუჩა, მაღაზია ან რაიმე, სადაც გარეთ გამოსული ასე უცებ შეიმალებოდა. მაგრამ როგორც კი ქუჩაში გამოვედი, ქალი უკვე აღარსად ჭაჭანებდა.


სახლამდე მისვლას 15 წუთი მოვუნდით და თითოეული ჩვენთაგანი თითქმის სრული ისტერიკის ზღვარზე იყო. ჩვენთვის რომ გაგეგოთ, იქ უნდა ყოფილიყავით, ანუ ამ ძალიან თავზარდამცემ და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ ამბავში.

ბიჭი და მოჩვენება

ერთი სახლის ყიდვას ვაპირებდით და მის სანახავად გავემგზავრეთ. იქ ერთი 80 წლის ქალი ცხოვრობდა. სანამ ჩვენ სახლს ვათვალიერებდით, მოხუცი ერთ, სახლის კუთხეში მიყუჟულ საძინებელში იჯდა და წიგნს კითხულობდა.
ქალისგან რომ წამოვედით, მე და ჩემმა ცოლმა ვთქვით _ უცნაური იყო, რომ ქალი ამ და არა მთავარ საძინებელში ცხოვრობდა, მთავარი საძინებელი კი ისე გამოიყურებოდა, თითქოსდა იქ უკვე დიდი ხანია, არავინ შესულაო. როცა სახლი ვიყიდეთ, ქალმა აგვიხსნა, რომ არ უყვარდა ეს საძინებელი, რადგან იქ მისი ქმარი _ რეი დაიღუპა.
ერთხელაც რამდენიმე წლის შემდეგ, ცოლი სხვაგან გაემგზავრა და მარტო დავრჩი სახლში ჩვენს ჩვილ ბავშვთან და სამი წლის ვაჟთან ერთად.. ჩვილი დავაძინე და ბიჭს ვთხოვე, ოთახში დაეცადა, სანამ მე შხაპს მივიღებდი, ის-ის იყო მექანიკური სათამაშო ვუყიდეთ და იმას უკირკიტებდა, აინტერესებდა როგორ დადიოდა.
სანამ მე შხაპს ვიღებდი, გავიგონე, ვიღაცას ელაპარაკებოდა. ვიფიქრე, ეტყობა, ცოლი მოულოდნელად დაბრუნდა-მეთქი. მაგრამ ოთახში რომ შევედი, ბავშვი მარტო დამხვდა, იჯდა და თავისი მანქანით თამაშობდა, ძალიან შევაქე, რომ, ბოლოსდაბოლოს, სათამაშოს გაუგო. ბიჭმა კი მითხრა: “ეს ძალიან ადვილია. ბაბუა რეიმ სწორედ ახლა მიჩვენა, თუ როგორ მუშაობს მანქანა~.

მოკისკისე საგნები

2007 წლის დასაწყისში ჩემს მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გასტროლებზე ვიყავი. ღამის გასათევად ჯგუფის ყოფილი წევრის – დრიუს – ოჯახში დაგვპატიჟეს.
ღამის სამს 12 წუთი აკლდა, მოულოდნელად რომ გამეღვიძა. არასოდეს დამავიწყდება ის დრო, რადგან იმ მომენტში მხოლოდ ისღა შემეძლო, საათისთვის მეყურებინა. მთელი ჩემი სხეული ყინულივით ცივი იყო, გული საშინლად მიცემდ,ა ყელი გამომშრალიყო. ეს იყო, მართლაც, პირველყოფილი, თავზარდამცემი შიშის გრძნობა.
განეძრევაც კი არ შემეძლო, მაგრამ გეფიცებით, ჩემს საწოლზე ვიღაც დახრილიყო. ჩემი ინსტიქტი მკარნახობდა, არ გავნძრეულიყავი, ვგრძნობდი, იმ ადგილას უნდა დავრჩენილიყავი, სადაც ვიწექი და რომ მთელი ჩემი სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული. ამ საშინელების დროს კი ათასი ძალადობის სცენის სურათი ირეოდა ჩემს გონებაში.
ყურებში ხარხარის ხმა ჩამესმოდა, მაგრამ ეს ერთი ადამიანი როდი იცინოდა. ეს ისე ისმოდა, თითქოს ვარ სადღაც ოთახში, სადაც ათასობით საგანი ერთად იცინის. პირველად ჩემს სიცოცხლეში თავში თვითმკვლელობის აზრმა გამიელვა. და ეს მაშინ, როცა არასოდეს ვყოფილვარ სუიციდისკენ მიდრეკილი.
როცა ამ `გრძნობამ~ გაიარა, ბოლო, რაც მახსოვს, იყო ხმა, რომელმაც ჩემს გონებაში გაიჟღერა: `ეს არა~… საათს შევხედე, ცხრა წუთი გასულიყო. ეს იყო ყველაზე გრძელი წუთები ჩემს ცხოვრებაში.
მერე ჩამეძინა და რამდენიმე საათის შემდეგ გავიღვიძე.. გადავწყვიტე, რომ ამ სახლიდან რაც შეიძლება, სწრაფად უნდა წავსულიყავი.
არც შხაპი მივიღე და არც ვისაუზმე, ფურგონში დავჯექი და იქ დაველოდე დანარჩენ წევრებს. სანამ იქ ვიცდიდი, დრიუს ძმა მოვიდა ჩემთან და გამომესაუბრა. მან ერთი ასეთი წინადადება მითხრა: `მაპატიე, რომ ვერ შევძელი, დაგხმარებოდი შენ ამ დილით~. როცა ამას მეუბნებოდა, თვალებში ცრემლები ედგა. ეს მზერა, ეს სრული სასოწარკვეთა, დღემდე თვალწინ მიდგას.
ორი კვირის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ დრიუს ძმამ თავი ღამის სამ საათზე მოიკლა. მე ასეთი კითხვა მტანჯავს _ `ვინ იცის, იქნებ იმ დილას რომ გამოვლაპარაკებოდი, ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო?
არასოდეს არავისთვის მომიყოლია ამ ყველაფრის შესახებ, გარდა ჩემი ქმრისა, დღემდე ტანზე ბურძგლები მაყრის იმ ამბის გახსენებაზე და დრიუს ძმის წინაშეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ. არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში იმ შუაღამეს.. მართალი გითხრათ, სიმართლის გაგება მაშინებს კიდეც.

ინტერნეტწყაროდან Readdit..

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close