მეცნიერება

6 ყველაზე დაუჯერებელი თეორია სამყაროს შესახებ

ცნობილი მეცნიერების თითქმის დაუჯერებელი ვერსიები

 

სამყარო – ეს გასაოცარი რამაა და მეცნიერების განვითარების წყალობით ჩვენ უკვე შეგვიძლია, მისი მოწყობის შესახებ სულ უფრო და უფრო დაუჯერებელი რაღაც-რაღაცები გავიგოთ.

თეორიები, რომელთაც ქვემოთ გაგაცნობთ, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია და ჩვენში, შესაძლებელია, სკეპტიციზმის განცდაც გამოიწვიონ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მათ შემუშავებაზე ცნობილი მეცნიერები მუშაობდნენ. Dდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაუჯერებლად გვეჩვენებიან, მათში, შესაძლოა, გარკვეული ნაწილი მაინც შეესაბამებოდეს სიმართლეს.

1. სამყარო – ეს მატრიცაა

თეორია: „ჩვენ ყველანი მატრიცაში ვცხოვრობთ“..
ფილმში „მატრიცა“, მთავარი გმირი შემდეგს შეიტყობს – სამყარო, რომელშიც თავად ცხოვრობს, მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერული პროგრამაა, უზარმაზარი რობოტიზირებული ინტელექტის მიერ შექმნილი. დიახ, ეს იდეა ფილმის გმირს მოსდის თავში, მაგრამ ისეთი მეცნიერებიც არიან, მთელი სერიოზულობით რომ ფიქრობენ, თითქოს კაცობრიობა ნამდვილ მატრიცაში ცხოვრობს. ასე მაგალითად, ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ნიკ ბოსტრომმა – დაასკვნა, რომ კომპიუტერული თამაშის – Èჰე შიმს-ის ძალიან რთულ ვერსიაში ვცხოვრობთ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნარიც გვაქვს და მიდრეკილნიც ვართ ხელოვნური რეალობა შევქმნათ. ამაზე ჩვენში მუდმივად მზარდი სათამაშო ინდუსტრიაც მიუთითებს. გარდაუვალია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როგორც კი ტექნოლოგები ამის საშუალებას მოგვცემენ, ჩვენ ჩვენს მატრიცასაც შევქმნით. იგი სულ უფრო და უფრო რეალისტური და რთული გახდება, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თავის ცივილიზაციას არ შექმნის. ეს ცივილიზაციაც, თავის მხრივ, საკუთარ მატრიცას შექმნის და ასე დაუსრულებლად…
მოგვიანებით ფიზიკოსმა სილას ბინმა (გერმანიის ქალაქ ბონის უნივერსიტეტიდან) თავისი თეორია შემოგვთავაზა. Aამ თეორიის თანახმად, თუკი ჩვენ კომპიუტერულ მოდელში ვცხოვრობთ, მაშინ ჩვენს სამყაროს “ნებართვა” უნდა ჰქონდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა არსებობდეს შეზღუდვა იმაზე, თუ რამდენად პატარა შეიძლება იყოს ობიექტი, ისევე როგორც კომპიუტერის ეკრანზე არაფერი არ შეიძლება, კურსორზე უფრო პატარა იყოს. ასეთი შეზღუდვა იპოვეს და მას სახელად გრაიზენ-ზაცეპინ-კუზმინის ზღვარი დაერქვა. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ენაზე ეს საკმაოდ რთულად ჟღერს, იგი შემდეგი აზრის ნომერ პირველ მტკიცებულებად ითვლება – ჩვენს გარშემო სამყარო სხვა ინტელექტის მიერ შექმნილი ხელოვნური ბაიტებისაგან შედგება.

2. ყველას ორეული გვყავს

თეორია: “სადღაც თქვენი ორეული არსებობს”.

თუკი ზოგიერთი ექსპერტები მართალს ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ სადღაც, ამ სამყაროში, თქვენი ორეული არსებობს. ამ მოსაზრების თანახმად, ნაწილაკთა შეთანხმების მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობაა შესაძლებელი. ასე მაგალითად, თუკი ბავშვებიან ოთახში მათ კომპანია LEGO-ს ასაწყობ სათამაშოს ნაკრებს დავურიგებთ, რომელიც 5 დეტალისაგან შედგება, ამ ბავშვებიდან რამდენიმე აუცილებლად ერთნაირ სტრუქტურას გააკეთებს. ზუსტად ასევეა მსოფლიოშიც – ყველაფერი, თვით ადამიანების ჩათვლით, უმცირესი ნაწილაკებისაგანაა შექმნილი. არსებობს დაწყვილების განსაზღვრული რაოდენობა და უზარმაზარ სამყაროში ყველა ეს ნაწილაკი განმეორებით აუცილებლად “იმავე ადგილზე” შეეყრება ერთმანეთს და თქვენს სხვა ვერსიას შექმნის. მაგრამ თქვენი გზები არ გადაიკვეთება. გათვლების თანახმად, თქვენი ორეული დაახლოებით 10-დან 10 ხარისხად 28 მეტრამდე მანძილზე ცხოვრობს თქვენგან. მით უმეტეს, რაც უფრო დიდია სამყარო, მით უფრო სარწმუნოა, რომ სადღაც კიდევ ერთი თქვენი ასლი დააბიჯებს. მეცნიერებმა არ იციან, თუ რამდენად დიდია სამყარო, მაგრამ თუკი იგი უსასრულო აღმოჩნდება, მაშინ სრულიად განსაზღვრულია ის ფაქტი, რომ თქვენ კოსმოსური ტყუპისცალი გყავთ. უსასრულო მასშტაბებში, თითოეული სტრუქტურა ხომ, ბოლოსდაბოლოს, მეორდება.

3. სამყარო და სიმთა თეორია

თეორია: “ოდესღაც ჩვენ სხვა სამყაროს შევეჯახებით”.

სიმთა თეორიის თანახმად, მთელი სამყარო მოქსოვილია ქსოვილის უზარმაზარი ოთხგანზომილებიანი ფურცლებით. გარდა ამისა, კოსმოსურ სივრცეში ჩვენი სამყაროს საზღვრებს იქით სხვა მრავალგანზომილებიანი “ფურცლებიც” დაცურავენ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარალელური სამყაროები. მათ მოძრაობას არაფერი არეგულირებს და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ისინი სულაც შეეჯახონ ერთმანეთს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი – ენტონი აგირე თვლის, რომ ეს ყველაფერი იმ უზარმაზარ სარკეს წააგავს, ციდან ჩვენს თავზე რომ ვარდება. ტაეტსის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა – ალექს ვილენკინმა კი – ისტორიის რაღაც მომენტებში ჩვენი და სხვა სამყაროების შეჯახების კვალიც აღმოაჩინა. ცნობილია, რომ რელიქტური გამოსხივება (სუსტი რადიოაქტიური სიგნალი, რომელიც მთელ სამყაროს მსჭვალავს), მთელი სამყაროში თანაზომიერია, მაგრამ ზოგიერთ ადგილებში ცხელი და ცივი ადგილები იპოვეს. Fფიქრობენ, რომ, შესაძლებელია, სწორედ ეს წარმოადგენდეს ჩვენი სამყაროს სხვა სამყაროსთან შეჯახებების მტკიცებულებას.

4. სამყარო – კვანტური კომპიუტერია

თეორია: “ჩვენი სამყარო – თითქოს უზარმაზარი კომპიუტერია”.

არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო სწორედაც რომ კომპიუტერია. ამ აზრის თანახმად, ყველა ვარსკვლავი და ყველა პლანეტა, გალაქტიკები და შავი ხვრელები – ეს ყველაფერი “დედაპლატაზე” არსებული სქემები და პროცესორებია. ამ თეორიის ავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ვლაგეო ვედრალი გახლავთ. თეორიის თანახმად, სამყაროს ძირითადი კომპონენტი არის არა მატერია, ანდა ენერგია, არამედ ბაიტი – ინფორმაციის ის ყველაზე პაწაწინა ერთეული, რომელიც კომპიუტერებში გამოიყენება. არსებითად ერთი ბაიტი _ ესაა პასუხი: “დიახ”, ანდა “არა”, 1 ანდა 0. და კომპიუტერი ამ პაწაწინა გადამრთველებს თავისი გათვლებისათვის იყენებს. სუბატომური ნაწილაკები ტრილიონობით ასეთ ბაიტებს წარმოადგენენ. თითოეულ ჯერზე, როცა ერთი ნაწილაკი მეორესთან კონტაქტში შედის, ხდება ინფორმაციის ბაიტებს შორის გაცვლა.
სეტ ლოიდიც, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე თვლის, რომ სამყარო უზარმაზარ კვანტურ კომპიუტერს წარმოადგენს, რომელმაც კოსმოსური პროგრამის გაშვების შედეგად წარმოქმნა ყველაფერი, რასაც ჩენ ვხედავთ და თავად ჩვენც.

5. შავი ხვრელები

თეორია: “ჩვენ ვცხოვრობთ შავ ხვრელში”
.
როგორც ცნობილია, შავი ხვრელი იმდენად მჭიდრო ობიექტია, რომ შიგ გაღწევა სინათლესაც კი არ შეუძლია. დოქტორ ნიკოლემ პოპლავსკი ინდიანას უნივერსიტეტის თანამშრომელია. მისი მოსაზრების თანახმად, ყველა მატერია, რომელსაც შავი ხვრელი შეიწოვს, შესაძლოა, ახალ სამყაროდ გარდაიქმნას. ჯერჯერობით, მეცნიერებმა არ იციან, რა შეიძლება მოუვიდეს იმას, რაც შავ ხვრელში ამოჰყოფს თავს. პოპლავსკის გათვლების თანახმად, ის მატერია, რომელიც შავ ხვრელს გაივლის, სულ სხვა რეალობაში დიდ აფეთქებას წააგავს. ასე და ამგვარად, შავი ხვრელი, შესაძლოა, სხვა სამყაროში გასასვლელ კარებადაც კი იქცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შავი ხვრელი მატერიას შიგნით იზიდავს და შეკუმშავს მას, თეთრი ხვრელი კი გამოჭიმავს. მატერიის კუმშვა და გაფართოება, მათემატიკურად, სამყაროს შექმნის თანასწორია.

6. დიდი აფეთქების თეორია და სამყაროს გაჩერება.

თეორია: “სამყაროს გაჩერება შეუძლია”.

მას შემდეგ, რაც 14 მილიარდი წლის წინათ დიდი აფეთქება მოხდა, სამყარო გაფართოვდა. მაგრამ საღი აზრის საწინააღმდეგოდ, მისი გაფართოების სიჩქარე გაიზარდა. სულ ახლო უნდა შენელებულიყო შესაბამისად იმისა, რომ მიზიდულობის ძალა ყველა გალაქტიკებს უკან შეისრუტავს. ძალიან ბევრი ფიზიკოსი ემხრობა ბნელი ენერგიის თეორიას – უხილავ ანტიგრავიტაციას, რომელიც შორეულ გალაქტიკებს კიდევ უფრო შორს განიზიდავს. მაგრამ ორი ესპანური უნივერსიტეტის ახალი თეორიის თანახმად, სამყარო არ აჩქარდება, დრო კი სინამდვილეში შენელდება. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ ამით შესაძლოა, აიხსნას ის, თუ რატომ გვეჩვენება, თითქოს შორეული გალაქტიკები აჩქარდებიან. უბრალოდ, ძალიან დიდი დრო სჭირდება იმას, რომ მათმა სინათლემ ჩვენამდე მოაღწიოს და ჩვენ ამ გალაქტიკებს დროის სწორად იმ მომენტში ვხედავთ, როცა ისინი იმაზე უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე მოძრაობენ ამჟამად. ესეც იმას ნიშნავს, რომ დრო შენელებას განაგრძობს მანამ სანამ იგი საერთოდ არ გაჩერდება და ერთ ადგილზე სამუდამოდ არ გაიყინება…

მოამზადა ნათია მუმლაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close