ფსიქიკის საიდუმლოებანი

როგორ “გავისუფთაოთ” გული ძველი წყენებისაგან?

ამაში დაგეხმარებათ ფსიქიკური სავარჯიშო "ცარიელი სკამი"

ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანს მავანი და მავანი უსამართლოდ დაჩაგრავს, ანდა რაღაც მიზეზების გამო იგი ვერ მოახერხებს მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაზე ადეკვატური პასუხის გაცემას. შედეგად ეს  წყენა გულში წლობით ინახება და მას ჟანგივით წლების განმავლობაში ხრავს და ხრავს. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ პასუხის გაცემა, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან ის, ვინც გვაწყენინა, უკვე გარდაცვლილია, თუმცა ეს ჭეშმარიტ პატიებას როდი შეგვაძლებინებს. მასალა “როგორ “გავისუფთაოთ” გული ძველი წყენებისაგან?” სწორედ ამგვარი სიტუაციების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

            როდის გამოიყენება სავარჯიშო?

მოკლედ, თუკი შინაგანი კონფლიქტები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ, თუკი საკუთარ თავს ადანაშაულებთ იმის გამო, რომ ადამიანს პირში ვერ უთხარით სათქმელი, ეს ფსიქიკური სავარჯიშო სწორედ თქვენთვისაა.

ესაა ძალიან ეფექტური სავარჯიშო, რომელიც შეგიძლიათ, დამოუკიდებლად შეასრულოთ. მას სახელად “გეშტლატთერაპიის“ – „ცარიელი სკამის“ – ტექნიკა ჰქვია სახელად, ფსიქოლოგ ფრედერიკ პერლზს ეკუთვნის. მისი მიზანია ადამიანის განთავისუფლება შინაგანი კონფლიქტებისგან.

            როგორ შევასრულოთ სავარჯიშო?

ამოირჩიეთ დრო, როცა ხელს არავინ შეგიშლით;

დადგით ორი სკამი ერთმანეთის პირისპირ, ასე 1-2 მეტრის დაშორებით;

დაჯექით ერთ-ერთ სკამზე და თქვენს პირდაპირ ის ადამიანი, ანდა საკუთარი პიროვნების ის ნაწილი წარმოიდგინეთ, რომელთანაც პრობლემები გაქვს. მაგალითად, ქალი, რომელიც მიატოვეს და ძალიან ნაწყენია ამის გამო, სკამზე თავის ყოფილ მეუღლეს (ანდა პარტნიორს) წარმოიდგენს, ხოლო თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, შეგიძლიათ, ამ ჩხუბის ობიექტი-ადამიანი წარმოიდგინოთ.

დაიწყეთ დიალოგი, გამოთქვით ყველა ის აზრი, ის სათქმელი, რაც გინდოდათ ამ ადამიანისათვის გეთქვათ;

შემდეგ გადაჯექით მეორე სკამზე და საკუთარი თავი წარმოიდგინეთ თქვენი თანამოსაუბრის ადგილზე. თქვენს მიერ გამოთქმულ შეკითხვებს, საჩივრებს, ანდა პრეტენზიებს ისე უპასუხეთ, როგორც თქვენ გგონიათ, რომ თქვენი თანამოსაუბრე გიპასუხებდათ.

ამის შემდეგ წადით და თქვენს სკამზე დაჯექით – ისევ საკუთარი თავი გახდით;

გააგრძელეთ დიალოგი – თუ გინდათ, იყვირეთ, იჩხუბეთ, იტირეთ… რაც უფრო ძლიერი გრძნობით იქნება თქვენს მიერ ორივე მხარის ემოციები გამოხატული, მით უფრო კარგად შესრულდება ეს სავარჯიშო..

ეს სიტუაცია, ასეთი დიალოგი გააგრძელეთ მანამ, სანამ საჭიროდ ჩათვლით. სავარჯიშო დაასრულეთ თქვენი ფრაზით – თქვენი წყენის ობიექტთან გამომშვიდობების ფრაზით.

ამგვარი რიტუალის შემდეგ დაუსრულებელი სიტუაცია შეგიძლიათ, დასრულებულად ჩათვალოთ.

ამიერიდან შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – გვერწმუნეთ, ამ დაუსრულებელი რეალური სიტუაციის გახსენება თქვენ ძველებურად აღარ დაგიკოდავთ გულს.

 

 

 

 

კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close